ევიშოვიცის კულტურა
(გადამისამართდა გვერდიდან ევიშოვიცკის კულტურა)
ევიშოვიცის კულტურა — ენეოლითის ეპოქის არქეოლოგიური ჯგუფი. წარმოადგენს პოსტბადენურ კულტურას. ამ დროს დაიწყეს კერამიკის ფორმების, შრომის იარაღების და ტექნოლოგიების წარმოება. იქმნება მოსახლეობის ახალი ჯგუფი (ტომი). ამ ეპონიმის სახელწოდება წარმოდგება სლოვაკური ქალაქის ევიშოვიცის კულტურული ძეგლისგან.
ამ ჯგუფის პირველი დამახასიათებელი აღმოჩენები გაკეთდა 1914 წელს, ი. პალიარდის მიერ (J. Palliardi). არქეოლოგი გერმან მაურერი მას აერთებს ქვემოავსტრიულ ჯგუფ მიოდლინგ-ცობინგთან და თვლის ერთიან ევიშოვიც-მიოდლინგ-ცობინგის ჯგუფად.
კულტურის განაწილებით დაფარულია ისეთი რეგიონები, როგორიცაა მელკი, ვაჰაუ, დუნკელშტაინის ტყე, ვენის ტყე, სამხრეთ მორავია და დასავლეთ სლოვაკეთი.
მელკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 1980-იან წლებში გათხრების შედეგად ღუმელები იპოვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Ernst Probst: Deutschland in der Steinzeit. Jäger, Fischer und Bauern zwischen Ostseeküste und Alpenraum. Bertelsmann, München 1991 / 1999, ISBN 3-570-02669-8. S. 452