ევერარ დე ბარი (ფრანგ. Everard des Barres ან Évrard des Barrès, ევრარ დე ბარი; დ. დაახლოებით 1113, სენა და მარნა — გ. 15 ნოემბერი, 1176, პალესტინა) — ტამპლიერთა ორდენის დიდი მაგისტრი 1149-1152 წლებში.[1]

ევერარ დე ბარი
ევერარ დე ბარი
ევრარ დე ბარის გერბი
ტამპლიერთა ორდენის III დიდი მაგისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1149 – 1152
წინამორბედირობერ დე კრაონი
მემკვიდრებერნარ დე ტრომელე

დაბადებულიდაახლ. 1113
სენა და მარნა
გარდაცვლილი15 ნოემბერი, 1176
პალესტინა
ეროვნებაფრანგი
რელიგიაკათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ევერარი „დე ბარების“ საფრანგეთში ცნობილი არისტოკრატული საგვარეულოს წარმომადგენელი იყო. 1147 წლის 27 აპრილს იგი 130 ტაძრელ რაინდთან ერთად პარიზში შემდგარ ორდენის შეკრებაზე იყო, რომელსაც პაპი ევგენი III-ეც ესწრებოდა. ევერარი ქრონიკაში „საფრანგეთის მაგისტრადაა“ (ლათ. Magister Galliae) მოხსენებული. იგი ტაძრელთა პირველი დიდი მაგისტრი იყო, რომელსაც მიმართავდნენ როგორც „მაგისტრს, ღმრთის წყალობით“ (ლათ. Magister Dei Gratia). 1152 წლის შემოდგომაზე ევერარ დე ბარი მაგისტრობიდან გადადგა და ბერად აღიკვეცა კლერვოს ცისტერციანელთა მონასტერში. თუ რამ გამოიწვია მისი ეს ნაბიჯი, უცნობია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Alain Demurger: Die Templer. Aufstieg und Untergang 1120–1314. C.H. Beck, München 1991, ISBN 3-406-52367-6
  • Dieter H. Wolf: Internationales Templerlexikon Studienverlag, Innsbruck 2003, ISBN 3-7065-1826-0
  1. Les Templiers, une chevalerie chrétienne au Moyen Âge, Alain Demurger, Paris, Seuil, coll. « Points Histoire », 2008 (1re éd. 2005), 664 p., poche (ISBN 978-2-7578-1122-1), p. 611.