ევდემონი
ევდემონი — საქართველოს კათალიკოსი XIII საუკუნეში, ნიკოლოზ III-ის წინამორბედი.
ამ ევდემონ კათალიკოსზე ცნობები ერთობ მკრთალად არის ნაჩვენები საქართველოს ისტორიაში და ამ კათალიკოსის დისწული (?) რომ არ მოიხსენიებდეს, იქმნება მაშინ ამის ცხოვრების დროც არ გვცოდნოდა.
ამას ეკუთვნის შემდეგი წიგნები:
- „იამბიკონი“ იმ პირთა შესახებ, რომელნიც ჩინგის ხანის ომში დაიხოცნენ. ინახება ტარასის წიგნებში.
- „იოვანე დამასკელის წიგნი“.
- „წმინდა ათთა ბერძენთა წამებულთა“, თარგმანი ბერძნულიდამ.
- „განგებულებით ღვთისმეტყველება“, თარგმანი.
- „ცხოვრება დედისა თეოდორასი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- „ქართული მწერლობა მეცამეტე საუკუნიდამ მეთექვსმეტე საუკუნემდე“, თბ., 1855, გვ. 2