ევგრაფ ვახანია
ევგრაფ ყარამანის ძე ვახანია (დ. 20 მაისი, 1911, სოფელი ხაბუმე, ახლანდელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, — გ. 24 იანვარი, 2003, თბილისი) — ქართველი გეოლოგი. გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1993), საქართველოს დამსახურებული ინჟინერი (1961).
დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი (1932). საბჭოთა არმიის რიგებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1933–1940 და 1945–1979 წლებში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა ტრესტ „საქნავთობში“ (1959–1979 წლებში — ტრესტის მთავარი გეოლოგი), 1979–1981 წლებში — ნავთობის მრეწველობის ჩრდილოეთ კავკასიის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის დირექტორის მოადგილე, 1981 წლიდან – ტრესტ „საქნავთობგეოფიზიკის“ თემატიკური პარტიის უფროსი. იკვლევდა საქართველოს ნავთობიანი რეგიონებს. დიდი დამსახურება მიუძღვის საქართველოს მეზოკაინოზოური ნალექების ნავთობ-აირიანობის შესწავლის მეცნიერული საფუძვლების დადგენაში.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- О возрасте Колхидской серии, «Сообщения АН ГССР», 1957, т. 18, №3.
- Тектоника и нефтегазоносность Колхидской низменности и смежных районов Грузии, М., 1967.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზესაშვილი ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 220.