ევგლენა (Euglena) — ევგლენოვან წყალმცენარეთა გვარი, ერთუჯრედიანი ერთშოლტიანი ორგანიზმები (ევკარიოტები).

მათი უჯრედები ელიფსური, კვერცხისებრი, ცილინდრული, თითისტარისებრი და სხვა ფორმისაა. სახლობს პატარა მტკნარ წყალსატევებში, ჰუმუსიან და მომლაშო ტბებსა და მდინარეებში, ჭაობებში, ნესტიან გრუნტზე. E. sanguinea და E. viridis ვირიდის მასობრივი გამრავლებისას იწვევს „წყლის აყვავებას“ (წყლის ზედაპირის წითლად და მწვანედ შეფერვას). საქართველოში ცნობილია ევგლენას 39 სახეობა და სახესხვაობა. უფრო გავრცელებულია E. acus, E. proxima, E. spirogyra, მწვანე ევგლენა E. viridis.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება