ევგენი IV
(გადამისამართდა გვერდიდან ევგენიუს IV)
ევგენიუს IV (ლათ. Eugenius PP. IV; ერისკაცობაში გაბრიელე კონდულმერი; დ. 1383 — გ. 23 თებერვალი, 1447) — რომის პაპი 1431–1447 წლებში.
გაბრიელე კონდულმერი დაიბადა 1383 წელს ვენეციაში. იყო პაპა გრიგოლ XII-ის ძმისწული, რომელსაც უარი ათქმევინეს კონსტანცის საეკლესიო კრებაზე. ბაზელის საეკლესიო კრების საწინააღმდეგოდ მოიწვია ფლორენციის საეკლესიო კრება (1438-1445), სხვადასხვაგვარი დათმობების საშუალებით მიიმხრო ესპანეთი, საფრანგეთი და სხვა სახელმწიფოები, ამით მიაღწია პაპ ფელიქს V-is (შემდგომში ანტიპაპი) იზოლაციას. ევგენი IV-მ შეძლო 1439 წელს დაედო ფლორენციის უნია დასავლეთის კათოლიკურ და აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის პაპის უზენაესობის საფუძველზე, თუმცა შემდგომ ეს უნია უარყვეს რუსეთმა და ბიზანტიამ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 30.
წინამორბედი: მარტინ V |
რომის პაპი 1404 — 1406 |
შემდეგი: ნიკოლოზ V |