ევგენია დონცოვა
ევგენია პავლეს ასული დონცოვა (რუს. Евгения Павловна Донцова; დ. 19 დეკემბერი, 1924, დონის როსტოვი, — გ. 11 აგვისტო, 2006, თბილისი) — საქართველოში მოღვაწე რუსი სცენოგრაფი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1960).
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1950). ამავე წლიდან თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მხატვარი იყო, 1964 წლიდან — მთავარი მხატვარი. გააფორმა სპექტაკლები: ა. სერაფიმოვიჩის „რკინის ნიაღვარი“ (1964), ედუარდო დე ფილიპოს „ცილინდრი“ (1970), ვ. შუქშინის „ენერგიული ადამიანები“ (1974), ა. ფადეევის „ახალგაზრდა გვარდია“ (1975), ა. ოსტროვსკის „უმზითვო“ (1982), პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“ (1974; ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრი); ა. არუთინიანის „საიათნოვა“ (1973; აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის თეატრი) და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- კინწურაშვილი ქ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 484.