ევა (საიდუმლო მასალები)
ევა (Eve) — ამერიკული ზებუნებრივი და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალ საიდუმლო მასალების პირველი სეზონის მეთერთმეტე ეპიზოდი, რომელიც ეთერში გავიდა 1993 წლის 10 დეკემბერს.
„ევა“ | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
საიდუმლო მასალები -ს ეპიზოდი | |||||||
ეპიზოდის ნომ. | ეპიზოდი 11 | ||||||
სცენარი | კენეთ ბილერი, კრის ბრანკატო | ||||||
რეჟისორი | ფრედ გერბერი | ||||||
მუსიკა | მარკ სნოუ | ||||||
კოდი | 01-10 | ||||||
ეთერი | 10 დეკემბერი 1993 | ||||||
|
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
მალდერი და სკალი ძიებენ ვინმე ჯოელ სიმონსის მკვლელობას. მისი შვილი, ტინა სიმონსი ამტკიცებს, რომ მის მამას მოაკითხეს ღრუბლებიდან. თანდათან აღმოჩნდება, რომ სან-ფრანცისკოში მსგავსი მკვლელობა მოხდა და გოგონა სახელად სინდი ტინას ტყუპისცალივით გამოიყურება. ამასობაში ტინას იტაცებენ. ცნობილი ხდება, რომ კვალი მოდის ხელოვნური განაყოფიერების კლინიკიდან. უფრო მეტიც - საქმე ეხება კლონირების პროგრამას.