ევა ჰერციგოვა
ევა ჰერციგოვა (ჩეხ. Eva Herzigová; დ. 10 მარტი 1973, ლიტვინოვი, ჩეხოსლოვაკია) — ჩეხი სუპერმოდელი და მსახიობი. 16 წლის ასაკში არდადეგებზე პრაღაში გაემგზავრა და ახლო მეგობრის რჩევით ჩაეწერა პარიზის სამოდელო სააგენტოს Madison-ის შესარჩევ კონკურსზე, სადაც გაიარა შესარჩევი ტური. პირველ წარმატებებს მიაღწია 1989 წელს. მუშაობდა ცნობილ ფოტოგრაფებთან პიტერ ლინდბერგთან, პაოლო როვერსთან და ა.შ. 2000-2003 წლებში იყო Victoria's Secret-ის ერთ-ერთი მთავარი მოდელი.
ევა ჰერციგოვა Eva Herzigová | |
---|---|
ევა ჰერციგოვა 2012 წელს | |
დაბ. თარიღი | 10 მარტი, 1973 |
დაბ. ადგილი | ლიტვინოვი, ჩეხოსლოვაკია |
სიმაღლე | 180 სმ |
წონა | 60 კგ |
მკერდი | 89 სმ |
წელი | 64 სმ |
თეძო | 90 სმ |
თმის ფერი | ქერა |
თვალები | ცისფერი |
ეროვნება | ჩეხი |
http://www.evaherzigova.com/ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2016-04-08 საიტზე Wayback Machine.
- ფან-საიტი დაარქივებული 2007-02-03 საიტზე Wayback Machine.
- IMDB-პროფილი
- პროფილი Fashion Model Directory