ეე
ეე (გერმ. Öhe) — გერმანიის კუნძული ბალტიის ზღვაში. კუნძულ რიუგენზე მდებარე შაპროდეს რაიონს უკავშირდება ბორნით და ადმინისტრაციულად ეკუთვნის მას. კუნძულის ფართობი დაახლოებით 72 ჰექტარს უდრის. მასზე მდებარე დროებით დანგრეული სამოსახლო ეკუთვნის შილინგების ოჯახს, რომელიც XIII საუკუნის მესაკუთრეთა პირდაპირი შთამომავალია. 1990 წლიდან ადგილ–მამული აღდგა და კვლავ დასახლდა. კუნძულის უმაღლესი ადგილია 3,3 მეტრი სიმაღლის ფუქსბერგის გორაკი.
კოორდინატები: 54° 30′ N, 13° 10′ O