ედუარ მიშლენი
ედუარ მიშლენი (ფრანგ. Édouard Michelin; დ. 13 აგვისტო, 1963, კლერმონ-ფერანი, საფრანგეთი — გ. 26 მაისი, 2006, ილ-დე-სენი) — ფრანგი მეწარმე.
ბიოგრაფია
რედაქტირებაედუარდ მიშლენი იყო საბურავების დამამზადებელი ფირმის „მიშლენის“ საქმეთა მმართველი და თანამფლობელი. მან დაამთავრა ცნობილი „ეკოლ სენტრალი“ პარიზში და 1985 წელს მუშაობა დაიწყო მამისის ფირმაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე. მოგვიანებით იგი ხელმძღვანელობდა „მიშლენის“ ქარხანას პიუი-ან-ველეში და შემდგომში „მიშლენის“ ჩრდილოამერიკულ ქარხნებს. 1991 წელს იგი ფრანსუა მიშლენთან და რენე ცინგრაფთან ერთად „მიშლენის“ დირექტორიის წევრი გახდა, ხოლო 1999 წელს დირექტორიის თავმჯდომარე.
იგი საფრანგეთის ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარე კუნძულის ილ-დე-სენის მახლობლად თევზაობისას დაიხრჩო. უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.