ედუარდ უგულავა
ედუარდ უგულავა (დ. 19 სექტემბერი 1973, გორდი, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი) — ქართველი მწერალი, პედაგოგი, პოეტი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1999 წელს დაამთავრა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი ლიტერატორის სპეციალობით. 2004 წელს დაამთავრა მასმედიისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების ინსტიტუტი მაგისტრატურის ხარისხით. მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, ასევე — რედაქტორად გამომცემლობა „ეროვნული მწერლობა“ და „მერანი“. 2015–2018 წლებში მუშაობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ღვინის თეატრის“ დირექტორად. 2020 წლიდან არის „რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატული თეატრის“ ლიტერატურული ნაწილის ხელმძღვანელი. ავტორია ექვსი პოეტური კრებულისა: „გულში შენ ხარ!“, „ეს შენა ხარ-მომავალი ჩვენი!“, „თუ გეყვარება…“, „ვერცხლის ტყვიები“, „შენ რომ არა…“, „ფრთათათმანები“.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 2016 ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პრემია
- 2018 — შიო მღვიმელის სახელობის პრემია
- 2018 — პრემია „საგურამო“
- 2018 — გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
- 2021 — დავით აღმაშენებლის სახელობის ოქროს მედალი
- 2023 — ილია ჭავჭავაძის სახელობის ოქროს მედალი
- 2023 — იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
- 2024 — ხონის საპატიო მოქალაქე [წყარო არ არის მითითებული 134 დღე]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შემდგ. ალექსანდრე ელერდაშვილი.- თბილისი, 2021, გვ. 300.