ედუარდ კლარი (რუს. Эдуар Клар; დ. 1863, პოლტავა — გ. 1922, თბილისი) — საქართველოში მოღვაწე რუსი ფოტოგრაფი.

ედუარდ კლარი
ედუარდ კლარი ოჯახთან ერთად

ბიოგრაფია რედაქტირება

ედუარდ კლარი დაიბადა 1863 წელს უკრაინის ქალაქ პოტავაში. ხარკოვის უნივერსიტეტში სწავლობდა ქიმიის ფაკულტეტზე და ფოტოგრაფიასაც იქ დაეუფლა. 1893 წელს იგი თბილისში გადმოსახლდა და იჯარით აიღო ცნობილი ფოტოგრაფის ვლადიმერ ბარკანოვის ყოფილი ატელიე. შემდეგ ქალაქის ცენტრში, გოლოვინის პროსპექტზე საკუთარი ფოტოსალონი გახსნა. იყო ოპერის თეატრის ფოტოგრაფი, ადგილობრივი და ჩამოსული მსახიობები მხოლოდ მის ატელიეში იღებდნენ სურათებს. ედუარდ კლარის ფოტოები გამოირჩეოდა გემოვნებით და სინატიფით. 1897 წელს პირველ კავკასიურ ფოტოგამოფენაზე მან ბრინჯაოს მედალი მიიღო, ხოლო საიუბილეო კავკასიურ გამოფენაზე 1901 წელს, ოქროს მედალი. ფოტოგრაფი ედუარდ კლარი იღებდა ხატვის გაკვეთილებს ცნობილი მხატვრის გიგო გაბაშვილის სახელოსნოში, კარგად უკრავდა ვიოლინოზე.

ე. კლარის მიერ არის გადაღებული არტურ ლაისტის ჩამოსვლა საქართველოში, 1912 წელს ი. გოგებაშვილის დაკრძალვა, ამიერკავკასიის რკინიგზის ცალკეული უბნის მშენებლობის კადრები. XX საუკუნის 20-იან წლებში იგი საცხენოსნო სპორტმა გაიტაცა. ე. კლარი ფოტოგრაფიულად იღებდა ყველა შეჯიბრებას ძველი თბილისის დიდუბის იპოდრომზე, სადაც იგი ერთერთი გადაღების დროს გარდაიცვალა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ინასარიძე შ., „საქართველოს მესურათხატენი“, თბილისი, 2002, გვ. 12-13

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება