ედუარდ ბელამი (ინგლ. Edward Bellamy; დ. 26 მარტი, 1850, ჩიკოპი-ფოლზი, მასაჩუსეტსის შტატი, აშშ — გ. 28 მაისი, 1898, იქვე) — ამერიკელი მწერალი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. სახელი გაითქვა სოციალურ-უტოპიური რომანით „2000 წლიდან 1887 წლისკენ მოხედვა“ (1888), რომელშიც წარმოსახულია თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული იდეალური საზოგადოება; მისი გაგრძელებაა რომანი „თანასწორობა“ (1897). სხვა ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია რომანი „მისის ლუდინგტონის და“ (1884), ნოველების კრებული „ბრმა კაცის სამყარო და სხვა მოთხრობები“ (1898), ისტორიული რომანი „სტოკბრიჯის ჰერცოგი“ (გამოქვეყნდა 1901).

ედუარდ ბელამი
ინგლ. Edward Bellamy
დაბადების თარიღი 26 მარტი, 1850(1850-03-26)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბადების ადგილი ჩიკოპი
გარდაცვალების თარიღი 22 მაისი, 1898(1898-05-22)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [9] [8] (48 წლის)
გარდაცვალების ადგილი ჩიკოპი
დასაფლავებულია ფერვიუს სასაფლაო[10]
საქმიანობა მწერალი[11] , რომანისტი, ჟურნალისტი და სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა აშშ
ალმა-მატერი იუნიონის კოლეჯი
ჟანრი სასიყვარულო რომანი
Magnum opus Looking Backward
ხელმოწერა

ლიტერატურა

რედაქტირება