ედმუნდ სიქსტუს მასკი (შაბათი, 28 მარტი, 1914 - 26 მარტი, 1996), ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკური ლიდერი, რომელიც იყო აშშ-ს 58-ე სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ ჯიმი კარტერის დროს, 1959-1980 წლებში მენის შტატიდან აშშ-ს სენატორი, მენის შტატის 64-ე გუბერნატორი 1955-1959 წლებში და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი 1946-1951 წლებში. ის დაიბადა რუმფორდში, მენში (აშშ.), პოლონელი მშობლების ოჯახში, პირველი შვილის ირენის შემდეგ. მისი მამა სტეფანი დაიბადა იასიონოვკაში (პოლონეთი), 1903 წელს ემიგრაციაში წავიდა ამერიკაში და 1914 წელს გვარი "Marciszewski"-დან შეიცვალა "მასკი"-ით, ხოლო დედა ჟოსეფინი (née Czarnecka) დაიბადა პოლონურ-ამერიკულ ოჯახში ბუფალოში, ნიუ იორკში (აშშ.). ისინი დაქორწინდნენ 1911 წელს. 4 წლამდე ედმუნდ მასკის ერთადერთი მშობლიური ენა იყო პოლონური. ამის შემდგომ მალევე დაიწყო ინგლისურის სწავლა და საბოლოოდ დაკარგა სრულყოფილება მშობლიურ ენაში. ახალგაზრდობაში იყო მეთევზე, მონადირე და მოცურავე. იგი თავის სახელს უცნაურად მიიჩნევდა და მთელი ცხოვრება იყენებდა "ედ"-ს. ახალგაზრდობაში იყო მორცხვი და მღელვარე, მაგრამ შეიძინა დიდი რაოდენობის მეგობრები. ის სწავლობდა Stephens High School-ში, სადაც თამაშობდა კალათბურთს, მონაწილეობდა სახელოვნებო შესრულებებში და არჩეული იყო სტუდენტური ორგანოს პრეზიდენტად. სკოლის გაზეთის 1931 წლის გამოცემაში მასზე აღნიშნული იყო შემდეგი: "როდესაც შტეფანსის [სასწავლებელი] დარბაზებში თქვენს ზემოთ აზიდულ თავსა და მხრებს ხედავთ, უნდა იცოდეთ რომ თქვენი თვალები ზეიმობს ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტის ხილვით". [1]