ედიტ გონსალესი
ედიტ გონსალესი (ესპ. Edith González Fuentes; დ. 10 დეკემბერი, 1964 — გ. 13 ივნისი, 2019) — მექსიკელი მსახიობი და მოცეკვავე.[1]
ედიტ გონსალესი | |
---|---|
გონსალესი 2018 წლის სექტემბერში | |
მშობლიური სახელი | Edith González |
დაბადების თარიღი |
10 დეკემბერი, 1964 მონტერეი, ნუევო-ლეონი, მექსიკა |
გარდაცვალების თარიღი |
13 ივნისი, 2019 (54 წლის) მეხიკო, მექსიკა |
ეროვნება | მექსიკელი |
მოქალაქეობა | მექსიკა |
საქმიანობა | მსახიობი და მოცეკვავე |
აქტიური | 1970–2019 |
მეუღლე(ები) | ლორენსო ლასო |
შვილ(ებ)ი | კონსტანსა კრელი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაედიტი დაიბადა 1964 წლის 10 დეკემბერს ქალაქ მონტერეიში ნუევო-ლეონში (მექსიკა). საქართველოში ცნობილი გახდა სერიალით „ველური გული“, რომელშიც მონიკას როლს ასრულებდა და „დონა ბარბარათი“, რომელშიც ის მთავარ ასევე მთავარ როლს ასრულებს.
ედიტი პატარაობიდანვე დაკავშირებული იყო ხელოვნების სამყაროსთან. მონაწილეობდა სასკოლო სპექტაკლებში და საბავშვო გადაცემებში. ერთ–ერთ საბავშვო გადაცემაში ის ტელეპროდიუსერს მოეწონა და დიდ სერიალში ათამაშა. იმ პერიოდიდან მოყოლებული, ედიტ გონსალესი ტელესერიალების სამყაროში მუდმივად რეიტინგული და პოპულარული მსახიობია. ახლა მსახიობი დიდი სიფრთხილით ირჩევს როლებს. ცდილობს, საყვარელ ოჯახს მეტი დრო დაუთმოს.
2004 წელს მთავარი როლი ითამაშა სერიალში „გრძნობების გარეშე“, მაგრამ ფილმის მიტოვება მალე მოუწია, რადგან აღმოაჩინა, რომ ფეხმძიმედ იყო. ედიტმა ბავშვის მამის ვინაობა საიდუმლოდ დატოვა. როლის თამაში კი სხვა მსახიობს მოუხდა. 2006 წელს ედიტმა თავისი პირველი უარყოფითი გმირი განასახიერა სერიალ „მკაცრ სამყაროში“. 2008 წელს ერთ–ერთ ინტერვიუში სკანდალური განცხადება გააკეთა – განაცხადა, რომ ბავშვის მამა პოლიტიკოსი სანტიაგო კრელია.
ამ სკანდალური აღიარების შემდეგ ედიტმა მთავარი როლი მიიღო სერიალში "დონა ბარბარა" რომელშიც ის დონა ბარბარას ასახიერებს კრისტიან მეიერთან და ხენესის როდრიგეზთან ერთად. 2011 წელს ედიტ გონსალესმა შეწყვიტა კონტრაქტი კომპანია ტელევისასთან და გადავიდა მის კონკურენტ არხ „TV Azteca“–ში. ამის შემდეგ გამოვიდა მათი ერთობლივი ნამუშევარი „მეწამული ცა“, რომელმაც Azteca-ს ისტორიაში რეიტინგების მხრივ გარდატეხა მოახდინა. 2013 წელს ასევე გამოვიდა ედიტის მეორე სერიალი TV Azteca-ზე - „უკუღმართი ცხოვრება“, რომელიც საკმაოდ მაღალ რეიტინგული იყო.
ედიტს ჰყავს გოგონა — კონსტანსა კრელი (დ. 17 აგვისტო, 2004).[1]
2010 წელს იგი დაქორწინდა ლორენსო ლასოზე.[1][2] გარდაიცვალა 2019 წლის 13 ივნისს, 54 წლის ასაკში.[3]
ფილმოგრაფია
რედაქტირებაTV–შოუები
რედაქტირება- 2009: Mujeres Asesinas Clara Clara Fantasiosa
- 2006: Bailando por la boda de mis sueños
- 2005: Los reyes de la pista
- 2005: Bailando por un sueño
- 1991: El descuartizador
ფილმები
რედაქტირება- 2008: Deseo
- 2004: Señorita Justice
- 1996: Salón México
- 1996: Los cómplices del infierno
- 1991: El jugador
- 1990: Atrapados
- 1990: Sentencia de muerte
- 1989: Trampa infernal
- 1988: Central camionera
- 1988: Pero sigo siendo el rey
- 1984: Adiós lagunilla
- 1980: Fabricantes de pánico
- 1980: Guyana, el crimen del siglo
- 1977: Cyclone
- 1976: El rey de los gorilas
- 1975: Alucarda, la hija de las tinieblas
თეატრი
რედაქტირება- 2010: buenas noches mama
- 1998: Las Noches de Aventurera (1998, 2004-2008)
- 1986: Gigi (musical)
ტელენოველები
რედაქტირება- 2013: Vivir A Destiempo (Tv Azteca) ...Paula Duarte
- 2011: Cielo Rojo (Tv Azteca) ...Alma Durán
- 2009: Camaleones ...Francisca Campos de Ponce de León
- 2008: Doña Bárbara (2008-2009) ...Bárbara Guaimarán
- 2007: Palabra de Mujer ...Vanesa Noriega
- 2006: Mundo de Fieras ...Joselyn Rivas del Castillo de Cervantes Bravo Villain
- 2004: Mujer de Madera Marisa Santibañez Villalpando # 1
- 2001: Salomé ...Fernanda "Salome" Quiñonez-Lavalle
- 1999: Nunca te Olvidaré ...Esperanza Gamboa Martel
- 1997: La Jaula de Oro ...Oriana
- 1996: La Sombra del Otro ...Lorna Madrigal
- 1993: Corazón salvaje ...Countess Monica de Altamira de Alcazar y Valle
- 1990: En Carne Propia ...Estefanía Muriel/Natalia de Jesús Ortega
- 1988: Flor y Canela ...Florentina
- 1987: Rosa Salvaje ...Leonela Villareal Villain
- 1987: Lista Negra ...Mary
- 1986: Monte Calvario ...Ana Rosa
- 1985: Bianca Vidal ...Bianca
- 1984: Sí, Mi Amor ...Susana
- 1983: La Fiera ...Julie
- 1981: El Hogar Que Yo Robé ...Paulina
- 1980: Soledad ...Luisita Sánchez Fuentes
- 1980: Ambición ...Charito
- 1979: Los Ricos También Lloran ...Marisabel
- 1975: Lo Imperdonable ...Gloria as a child
- 1973: Los Miserables Cosette as a child
- 1973: Mi Primer Amor ...Lucia
- 1971: Lucía Sombra ...Erika as a child
- 1970: Cosa Juzgada
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- [1] Telemundo Website
- [2] დაარქივებული 2009-01-17 საიტზე Wayback Machine. Official "Doña Barbara" Website
- Corazon Salvaje fan site დაარქივებული 2007-01-08 საიტზე Wayback Machine.
- Corazón Salvaje Romania დაარქივებული 2016-04-12 საიტზე Wayback Machine.
- Edith González კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- Sitio Autorizado de Edith González
- Foro Internacional de Edith González
- Foro Univisión de Edith González
- Fans Club Italia de Edith González დაარქივებული 2007-12-25 საიტზე Wayback Machine.
- Corazón salvaje Argentina დაარქივებული 2009-02-20 საიტზე Wayback Machine.
- Foro Univisión Corazón salvaje
- (ესპანური) Edith González Cumple 39 años დაარქივებული 2010-04-11 საიტზე Wayback Machine.
- Edith González at Telenovelas Database
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 "Edith González biography" "Esmas". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-02. ციტირების თარიღი: 2019-06-13.
- ↑ "SANTIAGO CREEL HABLA DE LA HIJA DE EDITH GONZALEZ" "DailyMotion"
- ↑ „Edith González: muere a los 54 años la actriz mexicana, uno de los rostros más famosos de las telenovelas“ (ესპანური). BBC News Mundo. 13 June 2019. ციტირების თარიღი: 13 June 2019.