ედემ ლაგვილავა
ედემ ლაგვილავა (დ. 28 ივნისი, 1948, მარტვილი — გ. 21 მარტი, 2022, თბილისი) ქართველი მათემატიკოსი, პედაგოგი. უდიდესი წვლილი შეიტანა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის განვითარებაში, სკოლას თავდაპირველად თავად გაუთქვა სახელი, როდესაც საბჭოთა კავშირის პერიოდში, ურთულესი კონკურენციის პირობებში, ჩააბარა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.
ედემ ლაგვილავა | |
---|---|
დაბ. თარიღი | 28 ივნისი, 1948 |
დაბ. ადგილი | მარტვილი |
ეროვნება | ქართველი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაედემ ლაგვილავა თავად სწავლობდა თბილისის ილია ვეკუას სახელობის 42-ე საჯარო სკოლაში, სკოლის დამთავრების შემდგომ მან ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში სწავლობდა 1966-1968 წლებში, ხოლო 1968-1972 წლებში სწავლობდა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1972-1974 წლებში იყო რაზმაძის სახელობის მათემატიკური ინსტიტუტის ლაბორანტი. 1977-78 წლებში ამავე ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი,ხოლო 1978-86 წლებში ინსტიტუტის უმცროსი მკვლევარი. 1986 წლიდან გარდაცვალებამდე ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი. 1997 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ი. ვეკუას სახელობის სკოლაში, მათემატიკის პედაგოგად, რა დროსაც დიდად განავითარა სკოლის მათემატიკური პროფილი. მისმა მოსწავლეებმა მრავალ საერთაშორისო ოლიმპიადაზე იასპარეზეს წარმატებით (IZHO, IMO და სხვა).
სამეცნიერო მოღვაწეობა
რედაქტირებაედემ ლაგვილავას გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, ძირითადი მოღვაწეობის სფერო იყო მატრიცული ფუნქციების ფაქტორიზაციის პრობლემა და ანალიტიკური ფუნქციების კვლევა. ის ძირითადად მოღვაწეობდა ლაშა ეფრემიძესთან და გიგლა ჯანაშიასთან. გიგლასთან ერთად მან განავითარა ლაგვილავა-ჯანაშიას მატრიცის სპექტრალური ფაქტორიზაციის მეთოდი, რომელიც მერილენდის უნივერსიტეტმა დააპატენტა 2016 წელს.
ნაშრომები
რედაქტირება- On the factorization of matrix-functions. (Russian) Soobshch. Akad. Nauk Gruz. SSR 89(1978), No. 2, 317-319.
- On factorization and partial indices of unitary matrix-functions of one class (with G. Janashia). Georgian Math. J. 4(1997), No. 5, 439-442
- On the factorization of unitary matrix-functions (with L. Ephremidze and G. Janashia). Proc. A. Razmadze Math. Inst. 116(1998), 101-106
- A method of approximate factorization of positive definite matrix functions (with G. Janashia). Studia Math. 137(1999), No. 1, 93-100.
- On approximate factorization of positively definite matrix-functions (with G. Janashia and L. Ephremidze). (Russian) Uspekhi Mat. Nauk 54 (1999), no. 6(330), 161--162; translation in Russian Math. Surveys 54 (1999), No. 6, 1246--1247
- A Simple Proof of the Matrix-Valued Fej,r-Riesz Theorem (ლ. ეფრემიძესთან, გ.ჯანაშიასთან ერთად)
- On Parametrization of Compact Wavelet Matrices (გ. ჯანაშიასთან , ლ. ეფრემიძესთან ერთად)
- A new computational algorithm of spectral factorization for polynomial matrix-functions (გ. ჯანაშიასთან, ლ.ეფრემიძესთან ერთად)
- Rank-deficient spectral factorization and wavelets completion problem (ლ.ეფრემიძესთან, ილია სპიტკოვსკისთან (ნიუ-იორკის უნივერსიტეტი) ერთად)
- Matrix spectral factorization and wavelets (ლ. ეფრემიძესთან, გ. ჯანაშიასთან ერთად)
- On Approximate Spectral Factorization of Matrix Functions (ლ.ეფრემიძესთან, გ.ჯანაშიასთან ერთად)
- On Compact Wavelet Matrices of Rank $$m$$ m and of Order and Degree $$N$$ N (ლ. ეფრემიძესთან ერთად)
- An approximation of Daubechies wavelet matrices by perfect reconstruction filter banks with rational coefficients (ლ. ეფრემიძე, ა. გამყრელიძე)
- Remark on outer analytic matrix-functions (ლ. ეფრემიძესთან ერთად)
- An Analytic Proof of the Matrix Spectral Factorization Theorem (გ.ჯანასიაშთან, ლ. ეფრემიძესთან ერთად)