ედგარ ლუნგუ
ედგარ ჩაგვა ლუნგუ (ინგლ. Edgar Chagwa Lungu; დ. 11 ნოემბერი 1956, ნდოლა, ჩრდილოეთი როდეზია) — ზამბიელი სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა დროს ეკავა შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრის თანამდებობები. ზამბიის პრეზიდენტი 2015 წლის 25 იანვრიდან 2021 წლის 24 აგვისტომდე.[1]
ედგარ ლუნგუ | |
ზამბიის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 იანვარი, 2015 – 24 აგვისტო, 2021 | |
ვიცე-პრეზიდენტი | ინონგე ვინა |
წინამორბედი | გაი სკოტი |
მემკვიდრე | ჰაკაინდე ჰიჩილემა |
დაბადებული | 11 ნოემბერი, 1956 ნდოლა |
ეროვნება | ზამბიელი |
პოლიტიკური პარტია | პატრიოტული ფრონტი |
დაიბადა 1956 წელს ნდოლაში. 1981 წელს დაამთავრა ზამბიის უნივერსიტეტი, სამართლის ბაკალავრის ხარისხით. 2012 წლიდან შინაგან საქმეთა მინისტრია. 2013 წლის 24 დეკემბრიდან თავდაცვის მინისტრი ხდება, ხოლო 2014 წლის 28 აგვისტოდან იუსტიციის მინისტრად დაინიშნა.
28 ოქტომბერს გარდაიცვალა პრეზიდენტი მაიკლ სატა, საპრეზიდენტო არჩევნებში ედგარ ლუგუმ მიიღო ხმების 48,33% და 25 იანვარს დაიკავა ზამბიის მე-6 პრეზიდენტის თანამდებობა.
დაქორწინებულია ესტერ ლუნგუზე, მათ ჰყავთ 6 შვილი და რვა შვილიშვილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ედგარ ჩაგვა ლუნგუ დაარქივებული 2015-01-06 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Zambia new president Hakainde Hichilema swearing in ceremony highlights“. BBC News Pidgin. ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)