ეგრისის საერისთავო

ეგრისის საერისთავოქართლის სამეფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული დასავლეთ საქართველოში. შეიქმნა ძვ. წ. III საუკუნეში ფარნავაზ მეფის მიერ, რომელმაც ეგრისის პირველ ერისთავად ქუჯი დანიშნა. ქართული წყაროების ცნობით ამ დროიდან მოყოლებული, სავარაუდოდ V საუკუნის 30-იანი წლების ბოლომდე, ეგრისის საერისთავო გარკვეული სახეცვლილებით მუდმივად არსებობდა. ვახტანგ გორგასლის დროს ერთ საერისთავოდ იყო გაერთიანებული შიდა ეგრისი და სვანეთი. უცხოური წყაროების ცნობით კი, ის ტერიტორია, რომელზეც ეგრისის საერისთავო მოიაზრება, თავდაპირველად პონტოს სახელმწიფოს, შემდეგ რომის იმპერიის და, ბოლოს, ლაზიკის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. სავარაუდოდ ეგრისის საერისთავო მართლაც ფარნავაზ მეფემ შექმნა, მაგრამ უკვე ძვ. წ. I საუკუნეში აღარ არსებობდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბახტაძე მ., ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში, თბ., 2003