ეგმა (თურქ. Peynirlikönü Düdeni) — თურქეთის ყველაზე ღრმა მღვიმე. მდებარეობს ტაშელის პლატოზე, ანატოლიის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ანამურიდან სამხრეთ-დასავლეთით 17 კმ-ში[1]. 2010 წლის 15 მარტის მონაცემებით იგი მსოფლიოში მეთხუთმეტე ადგილზეა სიღრმის მიხედვით[2]. მისი სიღრმეა 1 429 მეტრი[3], ხოლო სიგრძე 3118 მეტრი[2]. სახელწოდება ეგმა არის მისი აღმომჩენების ევრენ გიუნაისა და მეჰმედ ალი ოზელის ინიციალების ერთობლიობა.

ეგმა
კოორდინატები: 36°18′54″ ჩ. გ. 32°46′44″ ა. გ. / 36.31500° ჩ. გ. 32.77889° ა. გ. / 36.31500; 32.77889
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
ტერიტორიული ერთეული მერსინის პროვინცია
აბსოლუტური სიმაღლე 1900 მ
სიგრძე 3118 მ
სიღრმე 1429 მ
აღმოჩენის წელი 1993
სირთულის კატეგორია 1
ამგებელი ქანები კირქვა
ეგმა — თურქეთი
ეგმა

ამ კარსტული ძაბრის შესახებ ცნობილი გახდა 1988 წელს. გამოკვლევები დაიწყო სტამბოლის ბოგაზიჩის უნივერსიტეტის სპელეოლოგიურმა განყოფილებამ. ამ გამოკვლევების შედეგად გამოვლინდა 11 მღვიმე, რომელთაგან 2 ყველაზე ღრმაა თურქეთში. 2001 წელს დიდი ღვარცოფის შედეგად მღვიმეში 1280 მეტრზე ჩასული მეჰმედ ალი ოზელი დაიღუპა[1]. მღვიმის ყველაზე ღრმა წერტილი 2004 წელს აღმოაჩინეს ბულგარეთის სპელეოლოგთა ფედერაციის დახმარებით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Balkan news 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-10-27. ციტირების თარიღი: 2004-10-27.
  2. 2.0 2.1 Bob Gulden. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-28. ციტირების თარიღი: 2015-05-15.
  3. Сайт BÜMAK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-29. ციტირების თარიღი: 2015-05-15.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ეგმა&oldid=4536285“-დან