ეგისჰორნი
ეგისჰორნი (გერმ. Eggishorn) — მთა ბერნის ალპებში, შვეიცარიაში, ვალეს კანტონში.
ეგისჰორნი | |
---|---|
კოორდინატები: 46°25′38″ ჩ. გ. 8°05′36″ ა. გ. / 46.42722° ჩ. გ. 8.09333° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
სიმაღლე | 2 927 მ |
ქედი | ბერნის ალპები |
მდებარეობს იუნგფრაუ-ალეჩის დაცული ტერიტორიაზე, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული. მის ჩრდილოეთ კალთებზე გაწოლილია ალეჩის მყინვარი. მწვერვალიდან იშლება ხედი ლეპონტისა და პენინის ალპებზე.