ეგზიტპოლი (ინგლ. exit poll) — გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება. გამოკითხვის მიზანია, დაადგინოს, თუ ვის მისცა უკვე ამა თუ იმ პიროვნებამ ხმა. ყველა ქვეყანაში საინფორმაციო საშუალებები თავს იკავებენ ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნებისგან საარჩევნო უბნების დახურვამდე. რამდენიმე ქვეყანაში (მაგალითად, ნორვეგიაში, პორტუგალიაში, რუმინეთში) ეგზიტპოლები კანონით რეგულირდება. სხვა ქვეყნებში შესაბამისი წესები ხშირად საარჩევნო კანონშია მოცემული (მაგალითად, გერმანიაში).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება