ლადისლავ ეგე

(გადამისამართდა გვერდიდან ეგე)

ლადისლავ ეგე (სლოვაკ. Jégé, ნამდვილი გვარი ნადაში Ladislav Nádaši; დ. 12 თებერვალი, 1866 დოლნი-კუბინი — გ. 2 ივლისი, 1940) — სლოვაკი მწერალი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო XIX საუკუნის ბოლოს. მის შემოქმედებას ასაზრდოებდა სლოვაკური ლიტერატურის რეალისტური ტრადიციები. მნიშვნელოვანი ნაწარმოებები შექმნა 1918 წლის შემდეგ. მთავარი თხზულებებია ისტორიული რომანები ადამ შანგალა (1923-24), სვატოპლუკი (1928), ცხოვრების გზით (1930) და სხვა. სატირულ მოთხრობათა კრებულებში კოზინსკის წისქვილი (1931) და მათ შორის (1934). ავტორი ბურჟუაზიულ ზნე-ჩვეულებებს დასცინის.

ლადისლავ ეგე
დაბადების თარიღი 12 თებერვალი, 1866(1866-02-12)[1] [2]
დაბადების ადგილი დოლნი-კუბინი[1]
გარდაცვალების თარიღი 2 ივლისი, 1940(1940-07-02)[1] [2](74 წლის)
გარდაცვალების ადგილი დოლნი-კუბინი
საქმიანობა მწერალი[2] და ექიმი[2]
ალმა-მატერი კარლის უნივერსიტეტი და იან ფრანცისცი-რიმავსკის გიმნაზია

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Czech National Authority Database
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 The Fine Art Archive — 2003.