ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ებრაელთა მიმართ წერილის II თავის მე-9 მუხლი ასე გამოიყურება:

"არამედ ვხედავთ, რომ იესო, რომელიც ოდნავ თუ დამცირდა ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით გვირგვინოსან იქმნა სიკვდილის გამო, რაც დაითმინა, რათა, ღვთის მადლით (χάριτι θεοῦ), ყველას გულისთვის ეხილა სიკვდილის გემო."

ზოგიერთი ხელნაწერი და ეკლესიის მამა მას სხვანაირად წარმოადგენს, როგორც - ღვთის გარეშე (χωρις θεου).

ეკლესიის მამები

რედაქტირება

თეოდორე მოფსუესტელი ამბობდა: "ზოგიერთებმა ამოშალეს 'ღვთის გარეშე' და მის მაგივრად ჩაწერეს 'ღვთის მადლით'". მისი აზრით ეს იმიტომ გაკეთდა, რომ იესოს ადამიანური ბუნება გაებათილებინათ როცა ტექსტი აჩვენებდა, რომ ადამიანურმა ბუნებამ იგემა სიკვდილი და არა ღვთაებრივმა.[1]

ასევე ორიგენეც, რომელმაც ნახა რომ მის ხელთ არსებულ ხელნაწერებში ეს ორი განსხვავებული ტიპის ვერსია იყო, უპირატესობა მან "ღვთის გარეშე"-ს მიანიჭა. [2]

უმეტესობა ეკლესიის მამებისა აღიარებდა ფრაზას - "ღვთის მადლით", თუმცა ორიგენეს და თეოდორეს გარდა კიდევ რამდენიმეს მოყვანა შეიძლება მაგალითად, თუნდაც იერონიმეს, ამბროსისისა და ფულგენტიუსისა, რომელნიც აღიარებდნენ ამ ფრაზის არსებობას ან უფრო მეტიც - მის ჭეშმარიტებას.

ხელნაწერები

რედაქტირება

რაც შეეხება ხელნაწერებს, აბსოლუტურად ყველა ხელნაწერი (რომელიც შეიცავს ებრაელთა მიმართ წერილს) წარმოგვიდგენს ამ მუხლს ფრაზით "ღვთის მადლით", გარდა რამდენიმესი - 0121b, 424c, 1739. ამასთან ერთად აღსანიშნავია არამეული ფეშიტაც. ფეშიტა რომელიც დასავლეთის სირიულმა, ანუ მონოფიზიტურმა ეკლესიამ შემოინახა, შეიცავს ორნაირ ფრაზას "ღვთის მადლით" და "ღმერთმა, საკუთარი მადლით" (რაც ხაზს უსვამს პირადად ღვთის ვნებას), ხოლო აღმოსავლეთის სირიულმა, ანუ ნესტორიანულმა ეკლესიამ შემოინახა იგი როგორც "ღვთის გარეშე". [3]

  1. From William Norton's Book about Peshitto-Syriac Translation of Hebrews, James, 1 Peter, and 1 John, Page xxxix.
  2. Origen's Commentary on the Gospel of John
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-27. ციტირების თარიღი: 2011-09-03.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ებრაელთა_2:9“-დან