ებისუ
ლუდი ებისუ (იაპონ. ヱビスビール ებისუ ბი:რუ?) (ასევე ლუდი ებისუ (იაპონ. 恵比寿ビール ებისუ ბი:რუ?), ლუდი ებისუ (იაპონ. 戎ビール ებისუ ბი:რუ?, „ბარბაროსის ლუდი“), YEBISU) — სააქციონერო საზოგადოება Sapporo Breweries Limited-ის ლუდი, რომელიც 100 % ალაოსგან მზადდება. ლუდი პრემიუმ კლასის სასმელად ითვლება. Sapporo Breweries Limited ლუდს 1890 წლის 25 თებერვლიდან აწარმოებს. „ლუდი ებისუ“ კი კომპანიის ლუდის პირველი ნაირსახეობაა. 1894 წლის 12 დეკემბერს გაყიდვაში ლუდი „მუქი ებისუ“ გაიშვა. 1943 წლის 18 მარტს ლუდის მარკა გაქრა, ხოლო აღდგა 28 წლის შემდეგ, 1971 წლის 12 დეკემბერს. 2003 წლის შემდეგ კომპანიამ ისევ დაიწყო ლუდ „მუქი ებისუს“ წარმოება (რომელიც გაქრობიდან 60 წლის შემდეგ აღდგა. ამის შემდეგ, 2007 წლის 7 მარტს სათაური შეიცვალა „ებისუ — The Black“-ზე, 4 აპრილს კომპანიამ შექმნა „ებისუ — The Hops“. 2005 წელს გამოიცა ლუდის მცირე პარტია „ებისუ — უმაღლესი ფუფუნება“