ებინგჰაუსის მრუდი
ებინგჰაუსის მრუდი, ანუ დავიწყებადობის მრუდი, — ნათელჰყოფს დავიწყებადობის (მავიწყობის) ხარისხს გარკვეული დროის განმავლობაში. მრუდი, საკუთარ თავზე ცდების ჩატარების შედეგად, შეიმუშავა გერმანელმა ფსიქოლოგმა ჰერმან ებინგჰაუსმა. ებინგჰაუსმა დავიწყებადობის მრუდით აჩვენა არა მარტო ის, თუ რა ხნის განმავლობაში შეუძლია ადამიანს დაიმახსოვროს ნასწავლი, არამედ ისიც, თუ პროცენტულად ინფორმაციის თუ რა რაოდენობა რჩება მას მეხსიერებაში. მრუდიდან გამომდინარე დადგინდა ნასწავლი, თუ სასწავლი მასალის აუცილებელი გამეორებების სიხშირე და რაოდენობა მიმდინარე დროსთან შეთავსებით.
კვლევის შედეგები
რედაქტირებაკვლევის შედეგების მიხედვით ჩანს, რომ ინფორმაციის შესწავლიდან 20 წუთის გასვლის შემდეგ შესაძლებელია მიღებული ინფორმაციის მხოლოდ 60 %-ის გამოხმობა მეხსიერებიდან, ხოლო ერთი საათის გასვლის შემდეგ 45 %-ია დამახსოვრებული, ერთი დღის გასვლის შემდეგ კი ინფორმაციის 34 % არის რჩება მეხსიერებაში. 6 დღის გასვლის შემდეგ გახსენების ხარისხი 23 %-ზე დადის. დიდი ხნის გასვლის შემდეგ ნასწავლი ინფორმაციის მხოლოდ 15 % რჩება გონებაში.
დავიწყებადობის ხარისხი ყოველთვის პირდაპირ კავშირშია შესასწავლი მასალის შემეცნების ნაირობასთან. მაგ.; ადამიანს უკეთ შეუძლია სიტყვათა წყვილების დამახსოვრება როგორც რაღაც უცხოენოვანი სიტყვებისა; მოსწავლეებს შეუძლიათ ნასწავლი სიტყვების 90 %-ის გახსენება. თუმცა ებინგჰაუსის ცდა, იმის გამო რომ სამუშაო-საცდელი მასალა უაზრო მარცვალთა კომბინაციებსაც შეიცავდა, კრიტიკის საგანი გახდა.
რაციონალური დამახსოვრების რეჟიმი
რედაქტირებაორი დღის არსებობის შემთხვევაში
რედაქტირება- პირველი გამეორება — წაკითხვისთანავე გამეორება;
- მეორე გამეორება — პირველი გამეორებიდან 20 წუთის გასვლის შემდეგ;
- მესამე გამეორება — მეორე გამეორებიდან 8 საათის გასვლის შემდეგ;
- მეოთხე გამეორება — მესამე გამეორებიდან 24 საათის გასვლის შემდეგ.
თუ დიდი ხნით გსურთ დაიმახსოვროთ მასალა
რედაქტირება- პირველი გამეორება — წაკითხვის დამთავრებისთანავე;
- მეორე გამეორება — 20-30 წუთის შემდეგ პირველი გამეორებიდან;
- მესამე გამეორება — 1 დღის შემდეგ მეორე გამეორებიდან;
- მეოთხე გამეორება — 2-3 კვირის შემდეგ მესამე გამოერებიდან;
- მეხუთე გამეორება — 2-3 თვის შემდეგ მეოთხე გამეორებიდან.
გააზრებული დამახსოვრება მექანიკურ დაზეპირებაზე 9-ჯერ ხარისხიანია დამახსოვრებადობის სისწრაფის თვალსაზრისით. თავის ცდებში ჰერმანნ ებინჰაუსი ცდილობდა დაესწავლა ბაირონის „დონ ჟუანის“ ნაწარმოები და მოცულობით ამავე ტექსტისოდენა უაზროდ კომბინირებულ მარცვალთა რიგები.
ჰერმანნ ებინგჰაუსს ეკუთვნის ე.წ. „კიდურას ეფექტის“ აღმოჩენა — მოვლენა, რომელიც აჩვენებს, რომ მასალის ტექსტის თავი და ბოლოა მხოლოდ მალდამახსოვრებადი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Ebbinghaus, Hermann: Über das Gedächtnis. Untersuchungen zur experimentellen Psychologie. Duncker & Humblot, Leipzig 1885.