ებერგის სახლი
ებერგის სახლი (რუს. Дом Эберга) — შენობა დონის როსტოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლში ცხოვრობდა არქიტექტორი ლ. ებერგი. აგებულია 1934 წელს. ებერგის სახლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
ებერგის სახლი რუს. Дом Эберга | |
---|---|
კოორდინატები | 47°13′11″N 39°42′56″E / 47.219789° ჩ. გ. 39.715489° ა. გ. |
მდებარეობა | დონის როსტოვი |
ტიპი | კონსტრუქტივიზმი |
თარიღდება | 1934 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
სახლის მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, დონის როსტოვი, სერაფიმოვიჩის ქუჩა № 76.
ისტორია
რედაქტირებასაბჭოთა არქიტექტორი ლევ ებერგი არის დონის როსტოვის რამდენიმე არქიტექტურული ძეგლის ავტორი. როსტოვში იგი ცხოვრობდა 1932 წლიდან. დონის როსტოვში დაიწყო არქიტექტურული მოღვაწეობა არქიტექტორების ჯგუფში, რომლებიც თეატრალურ მოედანზე აშენებდნენ მ. გორკის სახელობის როსტოვის დრამის აკადემიურ თეატრს. როსტოვში მან დააპროექტა მტელი რიგი შენობებისა, მათ შორის სასტუმრო „როსტოვი“, კინოთეატრი „რუსეთი“, საცხოვრებელი სახლი „ოქროს თავთავი“ და სხვ. მისივე პროექტით აშენდა სახლი, რომელშიც იგი ცხოვრობდა.
სახლი, რომელშიც 1934 წლიდან 1954 წლამდე ცხოვრობდა და მუშაობდა არქიტექტორი ლევ ებერგი, მდებარეობს დონის როსტოვში, სერაფიმოვიჩის ქუჩა № 76-ში.
შენობა ააგეს 1934 წელს ლ. ებერგის პროექტის მიხედვით კონსტრუქტივიზმის არქიტექტურულ სტილში. სახლს სულ ექვსი მფლობელი ჰყავდა. პირველ სართულზე № 1 ოთახში ცხოვრობდა მესაათე ვ. მიხაილოვა. მისი სახელოსნო მუშაობდა 1990-იან წლებამდე, შემდეგ გადააკეთეს კაფედ. № 2 ოთახში ცხოვრობდა ინჟინერი ა. ლვოვი.
მეორე სართულზე № 3 ოთახში ცხოვრობდა არქიტექტორი ლ. ებერგი. № 4 ოთახში — ბავშვთა ექიმი გ. მერეინესი ცოლთან ერთად.
სახლის მესამე სართულზე № 5 ოთახში ცხოვრობდა ინჟინერ-მშენებელი გ. პერკუნი. რომელთანაც ებერგმა 1922 წელს შექმნა სამშენებლო ფირმა „პერკუნი და ებერგი“. № 6 ოთახში კი ცხოვრობდა იურისტი ა. შიკი.
არქიტექტურა
რედაქტირებაებერგის სახლი მდებარეობს დონის როსტოვის ცენტრალურ ისტორიულ ნაწილში. სახლი სამსართულიანია, აგებულია აგურისაგან. სახლი დაგეგმარების მიხედვით სწორკუთხაა.