ებეკო
ებეკო (რუს. Эбеко) — მოქმედი ვულკანი რუსეთში, კუნძულ პარამუშირზე (კურილის კუნძულები). სიმაღლე 1156 მ. რთული სტრატოვულკანია. ცენტრალური კონუსის მწვერვალზე მერიდიანული მიმართულებით გაჭიმულია სამი ურთიერთდაკავშირებული ვულკანური კრატერი, რომელთა დიამეტრი 250-350 მ, ხოლო სიღრმე 70-100 მ-ია. კრატერში განთავსებულია ცხელი ტბები, თერმული წყაროები და სოლფატარები. ვულკანი ებეკო აგებულია ანდეზიტებითა და ბაზალტებით. მოქმედი აპარატის ასაკი განისაზღვრება 2400 წლით.
ებეკო | |
---|---|
კოორდინატები: 50°41′20″ ჩ. გ. 156°00′54″ ა. გ. / 50.68889° ჩ. გ. 156.01500° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
სიმაღლე | 1156 მ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ბოლო ამოფრქვევა | 2009 (გრძელდება) |
ებეკო კურილის კუნძულების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. ცნობილი ამოფრქვევები დაფიქსირებულია 1793, 1859, 1934-1935, 1963, 1967, 1987-1990, 1998, 2007 წწ. უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა 2009 წელს.
1859 წლის სექტემბრის ამოფრქვევის დროს გამოიყო გოგირდოვანი ორთქლი, რომელიც ფართოდ გავრცელდა მეზობელ კუნძულ შუმშუზე, რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში გულისრევა და თავის ტკივილი გამოიწვია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კურილის ჩრდილოეთი ვულკანები. ებეკო დაარქივებული 2007-01-09 საიტზე Wayback Machine.
- კურილის კუნძულების აქტიური ვულკანები. მოკლე აღწერა დაარქივებული 2009-07-04 საიტზე Wayback Machine.
- Global Volcanism Program — Ebeko