ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
ტერმინს „დღიური “ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დღიური.

დღიური — ავტორისეული ყოველდღიური ან პერიოდული ჩანაწერები, უპირველეს ყოვლისა მოთხრობის სახით. ასახულის თანადროული (მემუარებისგან განსხვავებით). ამიტომ დღიურის დამახასიათებელია ჩაწერის თარიღის აღნიშვნა და მისი სინქრონულობა. დღიური მხატვრულ ლიტერატურაში ორი მნიშვნელობით გამოიყენება:

  1. მხატვრული პროზის ჟანრობრივი სახეობა. მისი აღმოცენება დაკავშირებულია სენტიმენტალიზმთან. მას ახასიათებს ავტორისეული თავისუფლება, ასასახავი მასალის შეუზღუდავი კომპოზიციური განლაგება და ავტორის, როგორც დამსწრე-მთქმელის, აზრებისა და შთაბეჭდილებების უშუალობა და თავისუფლება.
  2. სტილისტურ-კომპოზიციური ხერხი. ზოგჯერ დღიურის სახით წარმოდგენილია მხატვრული ნაწარმოების რომელიმე ნაწილი ან ნაწარმოებში ჩართულია ლიტერატურული გმირის დღიური, რომლითაც გადმოცემულია მისი სულიერი ისტორია, თვითდახასიათება, ინტროსპექცია. ასეთი ხერხი აძლიერებს მკითხველისეული აღქმის უშუალობას, ხელს უწყობს გმირის შინაგან სამყაროსთან დაახლოებას.
ანა ფრანკის დღიურის ორიგინალი ტექსტი ბერლინში

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზაუტაშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
  • Ronald Blythe's The Pleasures of Diaries: Four Centuries of Private Writing (Pantheon, 1989 ISBN 0-394-58017-6) contains selections from (mostly) English diarists' work.