დუხლატა (ბულგ. Духлата) — მღვიმე ბულგარეთში. მდებარეობს ვიტოშის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე სტრუმის მარჯვენა ნაპირზე, პერნიკის ოლქის სოფელ ბოსნეკთან. მღვიმის შესასვლელი ბოსნეკსა და ჩუიპეტლოვოს შორის მდებარე გზაზეა.

დუხლატა
Духлата
დუხლატის მღვიმის შესასვლელი
დუხლატის მღვიმის შესასვლელი
კოორდინატები: 42°29′41″ ჩ. გ. 23°11′46″ ა. გ. / 42.4949000° ჩ. გ. 23.1962000° ა. გ. / 42.4949000; 23.1962000
ქვეყანა ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
ტერიტორიული ერთეული პერნიკის ოლქი
სიგრძე 18 200 მ
სიღრმე 53 მ
შესასვლელთა რაოდენობა 1
ფაუნა ღამურები
დუხლატა — ბულგარეთი
დუხლატა

დუხლატა ბულგარეთის უგრძესი მღვიმეა და მისი სიგრძე 17 600 მეტრი, ხოლო სიღრმე 53 მეტრია[1]. სხვა წყაროს ცნობით, მისი სიგრძე 18 200 მეტრი, ხოლო სიღრმე 53 მეტრია[2]. კომპლექსი 6 სართულზე განლაგებული მრავალსაფეხურიანი ლაბირინთების სისტემისგან შედგება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Забележителности в България - Духлата. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-15. ციტირების თარიღი: 2021-12-31.
  2. Духлата - Пещерите в България