დუშან „დუშკო“ პოპოვი (სერბ. Dušan „Duško“ Popov; დ. 10 ივლისი, 1912, ტიტელი, ავსტრო-უნგრეთი — გ. 18 აგვისტო, 1981, ოპიო, საფრანგეთი) — სერბი ჯაშუში. დიდი ხნის განმავლობაში იგი ასრულებდა ორმაგი აგენტის როლს. ცნობილი იყო კოდური სახელებით: „ტრიციკლი“, „დუშკო“, „ივანი“ და „მოწყდომა“. იგი მუშაობდა ბრიტანეთის უშიშროების სამსახურსა (MI5) და საიდუმლო ინფორმაციის სამსახურში (MI6). იგი საზოგადოებაში ცნობილი იყო როგორც ბიზნესმენი, მდიდარი პიროვნება. ჰყავდა 2 მეუღლე: ჟაკლინ ბლანკი (1946-1961) და ჯილ ჯონსონი (1962-გარდაცვალებამდე). მათთან შეეძინა 4 შვილი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იგი გერმანიამ გადაიპირა და პორტუგალიაში მზვერავად გააგზავნა, მას დაევალა ინფორმაციის მოპოვება, მაგრამ მან მუშაობა ბრიტანეთის უშიშროების სამსახურსა (MI5) და საიდუმლო ინფორმაციის სამსახურში (MI6) დაიწყო. მას მიღებული აქვს ბრიტანეთის იმპერიის ორდენი. გარდაიცვალა 1981 წლის 18 აგვისტოს 69 წლის ასაკში. იგი არის პროტოტიპი იან ფლემინგის „ჯეიმზ ბონდისა“, ფლემინგს იგი მეორე მსოფლიო ომის დროს შეხვდა.

დუშან „დუშკო“ პოპოვი
მშობლიური სახელი Dušan „Duško“ Popov
დაბადების თარიღი 10 ივლისი, 1912
ტიტელი, ავსტრო-უნგრეთი
გარდაცვალების თარიღი 18 აგვისტო, 1981
ოპიო, საფრანგეთი
სხვა სახელები „ტრიციკლი“, „დუშკო“, „ივანი“, „მოწყდომა“
ეროვნება სერბი
ალმა-მატერი ბელგრადის უნივერსიტეტი
საქმიანობა ჯაშუში
მეუღლე(ები) ჟაკლინ ბლანკი (1946-1961)
ჯილ ჯონსონი (1962-გარდაცვალებამდე)
შვილ(ებ)ი 4
მშობლები მამა: მილორად პოპოვი
დედა: ზორა პოპოვი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება