დუშეთის განძი — V–VI საუკუნეების სასანური ვერცხლის მონეტების — დრაქმების განძი, აღმოჩენილი 1940–1944 წლებში ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

შემორჩენილია 13 ცალი მონეტა: პეროზ I-ის (459–484) 1 ცალი, კავად I-ის (488–531) 9 ცალი და ხოსრო I-ის (531–579) 3 ცალი. მონეტები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დუნდუა გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
  • Цоцелия М. В., Каталог сасанидских монет Грузии, Тб., 1981.