დუშან იოვანოვიჩის მკვლელობა
დუშან იოვანოვიჩის მკვლელობა (სერბ. Убиство Душана Јовановића) —რეზონანსული დანაშაული, რომელიც მოხდა 1997 წლის 18 ოქტომბერს ბელგრადის ცენტრში, რა დროსაც ორმა 17 წლის ნაცისტმა სკინჰედმა მოკლა 13 წლის ბოშა ბიჭი. დუშან იოვანოვიჩის მკვლელობის ერთადერთი მიზეზი მისი ეთნიკური წარმომავლობა იყო.[1]
მკვლელობა
რედაქტირება13 წლის დუშან იოვანოვიჩი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქალაქ ბელგრადში ბელგრადის ქუჩაზე, „სლავიას“ მოედნიდან არც თუ ისე შორს. 1997 წლის 18 ოქტომბრის საღამოს, ბიჭის მამამ, ალექსანდრემ მას ფული მისცა და უახლოეს სასურსათო მაღაზიაში გაგზავნა კოკა-კოლის საყიდლად. გზად დუშანს თავს დაესხა ულტრამემარჯვენე სკინჰედების მოძრაობის ორი წევრი ნასვამ მდგომარეობაში. ბიჭის ბოშური წარმომავლობის შესახებ რომ გაიგეს, ფული წაართვეს, მიწაზე დააგდეს, ჩექმებს ურტყამდნენ და სცემეს მოგლეჯილი სანიაღვრე მილით. დუშანი კისრის მოტეხილობით ადგილზე გარდაიცვალა.[2]
დაპატიმრება და სასჯელი
რედაქტირებადანაშაულიდან რამდენიმე საათში პოლიციამ დააკავა მკვლელობაში მონაწილე ორი 17 წლის ახალგაზრდა: მილან ჩუიჩი და ისტვან ფენდრიკი ზემუნიდან. 1998 წლის მარტში მათ ბელგრადის რაიონულმა სასამართლომ მიუსაჯა იმდროინდელ იუგოსლავიაში მაქსიმალური სასჯელი არასრულწლოვანთათვის—10 წელი კოლონიაში. ისინი გაგზავნეს ქალაქ ვალევოს გამოსასწორებელ დაწესებულებაში. მოგვიანებით სასამართლომ სასჯელი შეუმცირა: ფენდრიკი გაათავისუფლეს 1 აპრილს, ხოლო ჩუიჩი— 2004 წლის 30 აპრილს.[3]
მკვლელობიდან ოთხი წლის შემდეგ, ფენდრიკი დათანხმდა ინტერვიუს ადგილობრივ ყოველკვირეულ გაზეთ NIN-თან. ის ამტკიცებდა, რომ არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი იყო, არც ნეონაცისტი და არც საფეხბურთო კლუბ „რადის“რადიკალ გულშემატკივართა წევრი (როგორც ზოგიერთი მედია ვარაუდობდა), მაგრამ აღიარა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ულტრამემარჯვენე შეხედულებების მატარებელი იყო. ინტერვიუს დროს და ასევე გათავისუფლების შემდეგ, ფენდრიკმა დანაშაულის გამო სინანული გამოთქვა. ჩუიჩმა კი საჯაროდ განაცხადა, რომ არ აწუხებდა დანაშაულის გრძნობა.[4][5]
შემდგომი მოვლენები
რედაქტირებადუშან იოვანოვიჩი მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ დაკრძალეს. ბიჭის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე ასობით გულისხმიერი მოქალაქე მივიდა.[6]
დუშანის სიკვდილი არ იყო ბოლო ტრაგიკული მოვლენა იოვანოვიჩების ოჯახში. დუშანის უმცროსი დის, ქრისტინას თქმით, რომელიც რომელიც მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ დაიბადა, დედამ, რომელიც ვერ შეეგუა შვილის სიკვდილს, არაერთხელ სცადა თვითმკვლელობა: დალია მარილმჟავა, გადაყლაპა აბები და 2015 წლის 12 ივლისს, დუშანის გარდაცვალების 18 წლისთავამდე ცოტა ხნით ადრე, ჩამომხრჩვალი იპოვეს. დუშანის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ მამამისმა პირველი ინფარქტი გადაიტანა, მოგვიანებით კიდევ რამდენიმე ინფარქტი დაემართა, ორჯერ ჰქონდა ტვინში სისხლჩაქცევა, თრომბოზის შედეგად ორივე ფეხი დაკარგა; იგი გარდაიცვალა 2016 წლის ბოლოს.
2007 წლის 18 ოქტომბერს, ტრაგედიის 10 წლისთავზე, ბელგრადის ქუჩაზე, 33-ე სახლის ფასადზე, რომლის მოპირდაპირე მხარეს მოკლეს დუშან იოვანოვიჩი, სერბეთის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა ბიჭის ხსოვნის პატივსაცემად გახსნა მემორიალური დაფა. მისი ინსტალაციის ინიციატორი გახლდათ სერბეთის ბოშათა კავშირი . კავშირის თავმჯდომარემ რაიკო ჯურიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ღირსშესანიშნაობა გახდება თანაგრძნობის, გაგების და სიყვარულის სიმბოლო.[7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Brkic, Miroslava (18 October 2017). "Dušana su pre 20 godina ubili skinhedsi, a to je bio početak TRAGEDIJE njegove porodice" (სერბ). Blic. Retrieved 13 October 2019.
- ↑ Blic (18 October 2019). Skinheads beat 13-year-old Dusan to death: They broke his neck kicking him with metal boots Telegraf.rs. Retrieved 12 December 2019.
- ↑ "Ubicama dečaka Dušana Jovanovića smanjena kazna" (სერბ). Blic. 17 October 2007. Retrieved 14 October 2019.
- ↑ jelica, Dragana (28 September 2001). "Zašto sam ubio Dušana დაარქივებული 2019-09-30 საიტზე Wayback Machine. (სერბ.) NIN. Retrieved 13 October 2019.
- ↑ ucić, J.; Telesković, D. (19 October 2007). "Tadić: Naša ideja je nenasilje" (სერბ). Politika. Retrieved 14 October 2019.
- ↑ დუშან იოვანოვიჩის დაკრძალვის ცერემონია[მკვდარი ბმული]
- ↑ ბელგრადის ქუჩაზე, № 33 სახლის ფასადზე დუშან იოვანოვიჩის ხსოვნის პატივსაცემად გაკეთებული მემორიალური დაფა