დურგენ-ნური
დურგენ-ნური (მონღ. Дөргөн нуур) — გაუდინარი ტბა მონღოლეთში, ქალაქ ხოვდიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 145 კმ-ში. მდებარეობს დიდი ტბების ქვაბულის დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1132 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 311 კმ², მაქსიმალური სიღრმე 27 მ. წყლის მინერალიზაცია 4 გრ/ლ. ფშანით შეერთებულია ტბა ხარა-ნურთან. ნაპირები დაბალია, დაკლაკნილი, წარმოდგენილია ბარხანებითა და მლაშობებით. ტბა და მასზე მიბჯენილი ტერიტორია 1997 წლიდან განსაკუთრებულად დაცულ ტერიტორიათა რიცხვს მიეკუთვნება.
დურგენ-ნური | |
---|---|
დურგენ-ნური | |
კოორდინატები: 47°42′00″ ჩ. გ. 93°25′00″ ა. გ. / 47.70000° ჩ. გ. 93.41667° ა. გ. | |
მდებარეობა | მონღოლეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1132 მ |
სიგანე | 18 კმ |
ფართობი | 311 კმ² |
საშუალო სიღრმე | 14 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 27 მ |