დუნკერი (ნორვ. Dunker) — ძაღლის ჯიში, გამოყვანილი ნორვეგიაში 1850-იან წლებში.

დუნკერი
წარმოშობის ქვეყანა ნორვეგია
თვისებები
წონა 16-18 კგ.
სიმაღლე მამრი 50-55 სმ.
მდედრი 47-52 სმ.
ბეწვი მრავალნაირი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ნორვეგიელმა სელექციონერმა, ვილჰელმ დუნკერმა, რუსული მეძებარიარლეკინებისა (რომლებსაც ლაქების გენი ჰქონდათ) და სხვა მეძებრების შეჯვარების შედეგად მიიღო მშვიდი, კეთილი ძაღლი. მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიის მოსახლეობა მცირერიცხოვანია, ამ ქვეყანაში შენარჩუნებულია მონადირეობის ტრადიციები და არსებობს მონადირე ძაღლების მრავალი ჯიშები. დუნკერი კლასიკური ძაღლია, რომელიც ნადირობისას მხედველობაზე მეტად ყნოსვას იყენებს. ეს ზრდილობიანი ძაღლია, ერთი შეხედვით კარგი აღნაგობის მქონე და მედიდურია, გამძლე და მომთმენია.

მიუხედავად იმისა, რომ დუნკერებში ხშირია მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია, ყველა სხვა ასპექტში ეს ჯანმრთელი ძაღლია. დუნკერს აქვს აბრეშუმისებრი, გრძელი ყურები. მოკლე დაკუნთული მხრები. მუქ თვალებს მშვიდი გამოხედვა ახასიათებთ. სწორი ბალანი მაგარ კანს ფარავს. დუნკერი ადვილად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას და სიცივეს. სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა. ბალანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: