დულსე მარია საური რიანჩო
დულსე მარია საური რიანჩო (ესპ. Dulce María Sauri Riancho; დ. 14 აგვისტო, 1951, მერიდა, იუკატანი, მექსიკა) — მექსიკის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. 1991-1994 წლებში იყო იუკატანის შტატის პირველი ქალი-გუბერნატორი. მექსიკის კონგრესის წევრი და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე[1].
დულსე მარია საური რიანჩო | |
---|---|
ესპ. Dulce María Sauri Riancho | |
დაბადების თარიღი | 14 აგვისტო, 1951 (73 წლის) |
დაბადების ადგილი | მერიდა, იუკატანის შტატი, მექსიკა |
მოქალაქეობა | მექსიკა |
განათლება | იბეროამერიკული უნივერსიტეტი |
მეუღლე/ები | ხოსე ლუის სიერა ვილიარეალი |
dulcesauri.org | |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1951 წლის 14 აგვისტოს იუკატანის შტატის ქალაქ მერიდაში. დაასრულა იბეროამერიკული უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტი[2]. 1977-1982 წლებში მუშაობდა ფედერალურ სახელმწიფო სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე[3].
1981 წლიდან მექსიკის ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტიის აქტიური წევრია[1]. იყო იუკატანის შტატის კონგრესის დეპუტატი და ფედერალური დეპუტატთა პალატის წევრი იუკატანიდან (1982-1985 წწ.)[1]. 1988-1991 წლებში ფედერალური სენატორია ასევე იუკატანის შტატიდან. 1991-1994 წლებში იუკატანის გუბერნატორია, ხოლო შემდეგ ბრუნდება ფედერალურ დეპუტატთა საბჭოში (1994-1996 წწ.). 1995-2000 წლებში იყო ქალთა ეროვნული პროგრამის კოორდინატორი და ამავდროულად 1996-1999 წლებში შედიოდა ქალთა ეროვნულ კომისიაში[4].
1999-2002 წლებში იყო მექსიკის ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტიის თავმჯდომარე. 2000-2006 წლებში კვლავ კონგრესის ზედა პალატის წევრია[2].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Beetham, David (2007). Parliament and Democracy in the Twenty-First Century: a Guide to Good Practice. Inter-Parliamentary Union, გვ. 203. ISBN 978-92-9142-366-8. ციტირების თარიღი: 4 May 2011.
- ↑ 2.0 2.1 Dulce Maria Sauri Riancho Spanish. El Universal (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 17 August 2015.
- ↑ Dulce María Sauri Riancho Spanish. Terra Networks México (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-24. ციტირების თარიღი: 2020-10-17.
- ↑ Nuestro Partido Spanish. Partido Revolucionario Institucional. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 17 August 2015.