დულაბის სასაფლაო
დულაბის სასაფლაო — სასაფლაოების ისტორიული კომპლექსი თეირანის აღმოსავლეთ გარეუბანში, ირანში. ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული სასაფლაო. შედგება ხუთი სექტორისაგან, ესენია:
- სომხური სამოციქულო ეკლესიის
- აღმოსავლეთის მართლმადიდებლური (რუსები, ქართველები და ბერძნები)
- რომის კათოლიკური
- სომხური კათოლიკური
- ასირიელების (აღმოსავლეთის ასურული, ქალდეური კათოლიკური, პროტესტანტები)
ქართული სეგმენტი
რედაქტირებამინადორა ხოშტარიას აკლდამა
რედაქტირებაააგო 1924 წელს საზოგადო მოღვაწემ და ნავთობ მაგნატმა აკაკი ხოშტარიამ მისი გარდაცვლილი მეუღლის, მინადორა თურქია-ხოშტარიას საფლავზე.[1] ის ქართული საეკლესიო არქიტექტურის ტრადიციებს ემორჩილება და ამ სახის ერთადერთი ძეგლია ირანში.[2]
2017 წელს რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა გასცა გრანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტზე, რომელმაც ფოტო მასალა, აკლდამის და ყველა ქართული საფლავის ანაზომები შეაგროვა და ძეგლის გადარჩენისათვის სხვადასხვა ღონისძიებები გაატარა.[3] 2019 წელს იწყება მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- DoulabCatholicCemetery დაარქივებული 2014-05-17 საიტზე Wayback Machine. (კათოლიკური სასაფლაოს ვებ-საიტი)
- ქართული ნაწილის კვლევის პროექტის ვებ-საიტი[მკვდარი ბმული]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-09. ციტირების თარიღი: 2019-07-09.
- ↑ [1]
- ↑ [2]