დუდლი
დუდლი არის ესკიზის სახეობა, არაფოკუსირებული ნახატი, რომელსაც ადამიანი ძირითადად ქმნის ყურადღების სხვა რამეზე მიქცევისას. დუდლები მარტივი ნახატებია, რომელთაც აქვთ რამე კონკრეტული მნიშვნელობა ან სულაც რაღაც აბსტრაქტული ფორმები აქვთ.
დუდლის მაგალითი არის ჩანახატები სკოლის რვეულებში. აგრეთვე, მაგალითად, ტელეფონზე საუბრისას პასტით ან ფანქრით გაკეთებული ჩანახატი.
დუდლების პოპულარული სახეობები არის - სკოლის მასწავლებლების ან თანაშემწეების, ცნობილი ტელე-სახეების ან კომიკოსების კარიკატურები.
ეტიმოლოგია
რედაქტირებასიტყვა დუდლი (ინგ: doodle - დუ:დლ) პირველად გამოჩნდა XIX ს-ში სულელურის ან გულუბრყვილობის აღსანიშნავად. აქედან მოდის გერმანული dudeln (თამაში). აგრეთვე dudeln-ის ვარიაციები Dudeltopf, Dudentopf, Dudenkopf, Dude და Dödel.
ეფექტი მეხსიერებაზე
რედაქტირებაგამოყენებითი კოგნიტური ფსიქოლოგიის მიერ გამოქვეყნებული შესწავლის მიხედვით, დუდლირება ადამიანის მეხსიერებას საგრძნობლად ეხმარება. შესწავლა ეკუთვნის პროფესორ ჯენკი ანდრადს.[1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ "http://www3.interscience.wiley.com/cgi-bin/fulltext/122205124/PDFSTART[მკვდარი ბმული] Andrade, J. (2009). What does doodling do? Applied Cognitive Psychology