დრუკი (მითოლოგია)
დრუკი (ძონგ-კე. འབྲུག་) — მგრგვინავი დრაკონი ბჰუტანის მითოლოგიიდან და ბჰუტანის ეროვნული სიმბოლო. ბჰუტანის დროშაზე გამოსახულ დრუკს, სიმდიდრის ნიშნად უჭირავს ძვირფასი ქვები. ძონგკხაზე ბჰუტანს ეწოდება - დრუკ იული ანუ დრუკის მიწა, ხოლო ბჰუტანის მეფეებს ეწოდებათ - დრუკ გიალპო რაც დრუკის მეფეს ნიშნავს. 2007-ში ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ოთხივე პარტიას დრუკის ფერის პარტიები ეწოდებოდათ (მაგ. დრუკის წითელი პარტია, დრუკის ყვითელი პარტია ...).[1] ხოლო ეროვნული ჰიმნი - დრუკ ცენძენი, ითარგმნება როგორც "დრუკის სამეფო".
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ პარტების ფერები შერჩეული იყო მათი ფასეულობების მიხედვით.