დროსის სახლი
დროსის სახლი (რუს. Дом Дросси) — უძველესი ერთსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი. სახლი აგებულია 1850-იან წლებში. მდებარეობს რაბინოვიჩისა და რაფაილოვიჩის სახლებს შორის. დროსის სახლი რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
დროსის სახლი რუს. Дом Дросси | |
---|---|
კოორდინატები | 47°12′43″N 38°55′54″E / 47.212° ჩ. გ. 38.9316° ა. გ. |
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
ტიპი | კლასიციზმი |
დასრულების თარიღი | 1850-იანი წლები |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
მისამართი: ტაგანროგი, ფრუნზეს ქუჩა № 22.
ისტორია
რედაქტირებადროსის სახლი აგებულია 1850-იან წლებში ტაგანროგელი ვაჭრის, პურის კომერსანტის ა. დროსის მიერ[1]. სახლი განეკუთვნება ჩეხოვთან დაკავშირებული ძეგლების სიას. ანტონ ჩეხოვი იყო სახლის მფლობელის ვაჟის ანდრეი დროსის თანაკლასელი და ზოგჯერ მათ სტუმრობდა ხოლმე. ანტონს იზიდავდა კულტურული ატმოსფერი, რომელიც ყვაოდა ამ ოჯახში, მათი მუსიკალური საღამოები და საოჯახო სპექატაკლები[1].
1925 წელს ტაგანროგში მოხდა სახლების საერთო მუნიციპალიზაცია, სახლებისა, რმელთა საერთო ფართობიც 100 კვ. მ-ზე მეტი იყო. ყოფილ მფლობელებს გადაეცათ პატარა ოთახები საკუთარ სახლში, ან გადავიდნენ სხვა ბინებში. აღნიშნული მუნიციპალიზაციის ფარგლებში დროსის სახლიც კომუნალურ ბინებად დაყვეს.
1930-იან წლებამდე სახლში ცხოვრობდა ანდრეი დროსის უმცროსი და მარია სტეიგერი, რომელიც დარჩენილია ა. ჩეხოვის ბავშვობის მოგონებებში[2].
სახლის ფასადზე დაკიდულია მარმარილოს მემორიალური დაფა ტექსტით:
„ამ სახლში გიმნაზიის მოსწავლეები დგამდნენ სამოყვარულო სექტაკლებს. ზოგჯერ მისი ავტორი და შემსრულებელი იყო ანტონ ჩეხოვი[1].“
|
ამჟამად დროსის სახლის, ისევე როგორც სხვა სახლების ფასადი საშინელ მდგომარეობაშია, რომელიც გაამწვავა ე. წ. „სარემონტო ინიციატივებმა“. სახლის შესაკეთებელი სახსრები მუნიციპალურმა მთავრობამ ვერ გამოძებნა ვერც ანტონ ჩეხოვის 150 წლის იუბილისთვის და ვერც მოგვიანებით[3].
არქიტექტურა
რედაქტირებადროსის ორსართულიანი სახლი ძალიან მოკრძალებულია, არ გამორჩევა რაიმე არქიტექტურული გადაწყვეტილებებით.
ცნობილი მობინადრები
რედაქტირება- ანდრეი დროსი (1860-1918) — რუსი ოფიცერი, ანტონ ჩეხოვის გიმნაზიელი მეგობარი[4].
- ანტონ ჩეხოვი (1860-1904) — ცნობილი რუსი მწერალი, მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსი[4].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Киричек М. С. Дросси дом // Таганрог. Энциклопедия. — Таганрог: Антон, 2008. — С. 330. — ISBN 978-5-88040-064-5.
- ↑ Дросси-Стейгер М. Д. Юный Чехов / Публ. Н. А. Роскиной // Литературное наследие. — 1960. — Т. 68. — С. 538—541.
- ↑ Нетреба Ф. Валентин Моисеенко: «Каждый на своем месте должен хорошо делать свою работу»[მკვდარი ბმული] // Парламентский вестник Дона. — 2012. — № 6.
- ↑ 4.0 4.1 Роскин А. Чехов. — М.: Детгиз, 1959. — 176 с.