დრომი (მდინარე)
დრომი (ფრანგ. Drôme) — მდინარე საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მდინარე რონის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 110 კმ, აუზის ფართობი 1,640 კმ². სათავე აქვს ალპების მთისწინეთში. დამახასიათებელია ზამთრის წყალმოვარდნები. წყლის ყველაზე დაბალი დონე ზაფხულშია. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლებით. რონას ერთვის ვალანსსა და მონტელიმარს შორის. წყლის საშუალო ხარჯი შესართავთან უტოლდება 20 მ³/წმ-ს.
დრომი | |
---|---|
სათავე |
ალპები 44°30′50″ ჩ. გ. 5°38′17″ ა. გ. / 44.51389° ჩ. გ. 5.63806° ა. გ. |
სიგრძე | 110 კმ |
აუზის ფართობი | 1,640 კმ² |
დრომი ვიკისაწყობში |