დრევიცკის სახლი (რუს. Дом Древицкого) — ძველი ორთსართულიანი სახლი ტაგანროგში. განეკუთვნება რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიას. სახლი აგებულია 1840 წელს.

დრევიცკის სახლი
რუს. Дом Древицкого

დრევიცკის სახლი 2001 წელს
კოორდინატები 47°12′42″N 38°55′53″E / 47.211667° ჩ. გ. 38.931389° ა. გ. / 47.211667; 38.931389
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი 1840
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101267000

მისამართი: ტაგანროგი, ფრუნზეს ქუჩა № 23.

არქიტექტურა

რედაქტირება

ორსართულიანი სახლი აგებულია კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში[1]. ორივე სართულის ფასადზე ექვსი ფანჯარაა. ჭერს ამშვენებს გამოძერწილი ფიგურები.

დრევიცკის სახლი აშენდა 1840 წელს[2]. სახლს წლების განმავლობაში სხვადასხვა მფლობელები ჰყავდა: 1873 წელს კოლეჯის რეგისტრატორი ს. სერებრიაკოვი, 1880 - კოლეჟსკი ასესორი იაკოვენკო, 1890 წელს თურქი ვაჭარი - ნ. სამარ-ოღლი, 1898 წელს - ნ. მუმულოვი. 1906-1912 წელს რუსეთის სატრანსპორტო კომპანიის მმართველობის ქვეშაა[1], 1912 -1925 წლებში კი სასახლე ეკუთვნოდა დრევიცკის მემკვიდრეებს.

1925 წელს სახლი დაყოფილი იყო კომუნალურ ოთახებად. ჩამოსახლებული მოსახლეობა 1980 წლამდე ცხოვრობდა ავარიულ სახლში. 1991 წელს დრევიცკის სახლი გადაეცა ტაგანროგის თევზგადამამუშავებელ ქარხანას. ადგილობრივები ამ სახლს „საგრაფო ნამსხვრეებს“ ეძახდნენ. 2002 წელს, მარტში გადაწყდა სახლის დანგრევა და მის ადგილას ახალი სახლის აშენება.

საბოლოოდ დრევიცკის სახლი დაინგრა 2002 წელს.

ძველი სახლის ადგილას 2005-2007 წლებში აშენდა ოთხსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი[3], რომელსაც ასევე ცუდი ინფრასტრუქტურა ჰქონდა, იმის გამო რომ სამინისტროს არ ჰქონდა გაცემული თანხმობა მის რეკონსტრუქციაზე[3].

  1. 1.0 1.1 Киричек М.С. Древицкого дом // Таганрог. Энциклопедия. — Таганрог: Антон, 2008. — С. 329. — ISBN 978-5-88040-064-5.
  2. Энциклопедия Таганрога. — Ростов-на-Дону: Ростиздат, 2003. — С. 509. — ISBN 5-7509-0662-0.
  3. 3.0 3.1 Собств. инф. Самовольная реконструкция объектов культурного наследия наказуема! დაარქივებული 2014-03-30 საიტზე Wayback Machine. // www.prokuror-rostov.ru. — 2007. — 23 ноября.