დრანეთის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარი

დრანეთის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარი — მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მისგან დასავლეთით 9 კმ-ში მდებარე სოფელ ალექსეევკას სამხრეთ-დასავლეთით 1 კმ-ში მდებარე ნასოფლარ დრანეთში (დრიანეთში), ტორნეს ხევის მარჯვენა ნაპირზე.

დრანეთის ტაძარი

ეკლესიის სახელობა დაკარგული იყო და სამეცნიერო ლიტერატურაში ის იწოდებოდა, როგორც დრანეთის, ან ალექსეევკა-დრანეთის ეკლესია. არქეოლოგიურ სამუშაოებისას გაირკვა, რომ ტაძარი წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობაზეა აგებული.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

2010 წელს ეკლესიას ჩაუტარდა არქეოლოგიური და სარესტავრაციო-საპროექტო სამუშაოები (ხელმძღვანელი: ნინო ნოზაძე).

2010 წლის ზაფხულში ეკლესიაში XIII საუკუნის ვერცხლის ორნამენტებიანი კანდელი აღმოაჩინეს[2][3].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გ. ლაღიაშვილი, გ. პატაშური, ჟურნალი „ძველი ხელოვნება დღეს“, 1, 2010 წ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება