დრაივი (2011 წლის ფილმი)
დრაივი — 2011 წლის ამერიკული დრამა, რომლის რეჟისორია ნიკოლას უინდინგ რეფნი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: რაიან გოსლინგი, კერი მოლიგანი, ბრაიან კრენსტონი და ალბერტ ბრუკსი. მიუხედავად იმისა, რომ დრაივი გარკვეული ელემენტებით ემსგავსება 1978 წლის უოლტერ ჰილის ფილმს, „მძღოლი“, ის სინამდვილეში ადაპტირებულია ჯეიმზ სალისის ამავე სახელწოდების წიგნიდან, „ჰოსეინ ამინის“ სცენარით.
„დრაივი“ | |
---|---|
ფილმის პოსტერი | |
რეჟისორი | ნიკოლას უინდინგ რეფნი |
პროდიუსერი |
მიშელ ლიტვაკი ჯონ პალერმო მარკ პლატი გიგი პრიცკერი ადამ ზიგელი |
სცენარის ავტორი | ჰოსეინ ამინი |
როლებში |
რაიან გოსლინგი კერი მოლიგანი ბრაიან კრენსტონი კრისტინა ჰენდრიქსი რონ პერლმანი ოსკარ ისააკსი ალბერტ ბრუკსი |
კომპოზიტორი | კლიფ მარტინესი |
ოპერატორი | ნიუტონ თომას სიგელი |
მონტაჟი | მეთიუ ნიუმენი |
სტუდია |
Bold Films Odd Lot Entertainment Marc Platt Productions Seed Productions |
დისტრიბუტორი | FilmDistrict |
გამოსვლის თარიღი | 20 მაისი, 2011 | (კანი) 16 სექტემბერი, 2011 (აშშ)
ხანგრძლივობა | 100 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $13 მილიონი[1] |
შემოსავალი | $77,560,689[2] |
წიგნის მსგავსად, ფილმიც მოგვითხრობს ჰულივუდის დუბლიორის შესახებ, რომელიც ღამღამობით დამნაშავეებს ეხმარება დანაშაულის ადგილიდან გაქცევაში. 2011 წლის სექტემბერში პრემიერამდე, ის უკვე ნაჩვენები იყო რამდენიმე კინოფესტივალზე, მათ შორის 2011 წლის კანის კინოფესტივალზე. კანში რეჟისორმა რეფნიმ მოიგო ფესტივალის ჯილდო საუკეთესო რეჟისორისთვის. ფილმმა დადებითი შეფასებები დაიმსახურა კრიტიკოსებისგან. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა გოსლინგისა და ბრუკსის შესრულებამ. ნიკოლას უინდინგ რეფნმა განაცხადა, რომ მის ნამუშევარზე გავლენა მოახდინა ფილმებმა „ბულიტი“ (1968) და „კალიების დღე“ (1975).
დრაივი ალეხანდრო ხოდოროვსკის მიეძღვნა.
როლებში
რედაქტირება- რაიან გოსლინგი - მძღოლი
- კერი მალიგანი - ირენი
- ბრაიან კრენსტონი - შენონი
- ალბერტ ბრუკსი - ბერნი როუზი
- ოსკარ ისააკი - სტანდარტ გაბრიელი
- რონ პერლმანი - ნინო „იზი“ პაოლოზი
- კრისტინა ჰენდრიკსი - ბლანშე
- კადენ ლიოსი - ბენისიო
- ჯეიმზ ბიბერი - კუკი
- ჯეფ ვოლფე - ტენ სუიტი
- რას ტემბლინი - დოკი
- ენდი სან დიმასი - მოცეკვავე
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ დენის ლიმი (22 მაისი, 2011). „Cannes Q. and A.: Driving in a Noir L.A.“. ნიუ-იორკ თაიმზი. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Drive WW Gross“. boxoffice.com. 20 თებერვალი, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-03. ციტირების თარიღი: 2014-06-30. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)