დრაგან ჯაიჩი (სერბ. Драган Џајић; დ. 30 მაისი, 1946) — სერბი ფეხბურთელი. თამაშობდა იუგოსლავიის ეროვნულ ნაკრებში, ასევე საფეხბურთო კლუბებში: „ცრვენა ზვეზდა“ და „ბასტია“. მიიჩნევა იუგოსლავიის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.

დრაგან ჯაიჩი
დრაგან ჯაიჩი, 1970 წელი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
30 მაისი, 1946
დაბადების
ადგილი
უბი, იუგოსლავიის სფრ
სიმაღლე 177 სმ[1]
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1961–1963 „ცრვენა ზვეზდა“
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1963–1975 „ცრვენა ზვეზდა“ 590 (365)
1975–1977 „ბასტია“ 56 (31)
1977–1978 „ცრვენა ზვეზდა“ 25 (5)
ეროვნული ნაკრები
1964–1978 იუგოსლავია 85 (23)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

ჯაიჩმა კარიერის უმეტესი ნაწილი „ცრვენა ზვეზდაში“ გაატარა, სადაც ის გუნდის მთავარი ვარსკვლავი იყო. ითვლებოდა სერბული ფეხბურთის „ოქროს ეპოქის“ ლიდერად. საერთო ჯამში „ცრვენა ზვეზდას“ მაისურით 391 მატჩში ითამაშა და 113 გოლი გაიტანა. მისი მონაწილეობით კლუბმა არაერთი ეროვნული ტიტული მოიპოვა, მათ შორის ხუთჯერ იუგოსლავიის ჩემპიონატი და ოთხჯერ იუგოსლავიის თასი.

გამოირჩეოდა კარგი დრიბლინგით. ბურთის კონტროლი და ტექნიკა მას საშუალებას აძლევდა ადვილად გაევლო მეტოქეთა დაცვა. ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ფლანგიდან ჩაწოდების კუთხით, რომლის პასების შემდეგ თანაგუნდელები ხშირად აღწევდნენ შედეგს. მიუხედავად იმისა, რომ ის ძირითადად მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, ჯაიჩს შესანიშნავი დარტყმის უნარი ჰქონდა და ხშირად გაჰქონდა გადამწყვეტი გოლები.

აღიარებულია, ბალკანური ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია როგორც კლუბში, ისე ეროვნულ ნაკრებში. „ცრვენა ზვეზდას“ გულშემატკივრებისთვის ჯაიჩი ყველა დროის უდიდეს ვარსკვლავად და კლუბის ისტორიის სიმბოლოდ ითვლება.

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

დრაგან ჯაიჩმა ნაკრებთან ერთად 1968 წლის ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, თავად კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მიღწევები

რედაქტირება

„ცრვენა ზვეზდა“

ეროვნული

რედაქტირება

იუგოსლავია

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Dragan Džajić. sports-reference.com