დოსითეოს ჩერქეზიშვილი

ქართველი მწერალი

დოსითეოს ჩერქეზიშვილი — XVIII საუკუნის II ნახევრის ქართველი მწერალი. ანტონ I კათალიკოსის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელი დაახლოებით 1758-1789 ნეკრესის ეპისკოპოსი ყოფილა, იწოდებოდა ნეკრესელად. ერთხანს ერეკლე II-ის მიერ გახსნილ თელავის საღვთისმეტყველო სკოლაში სწავლობდა. აქვე დაუწყია ლიტერატურული მოღვაწეობაც. წვლილი მიუძღვის ქართულ-სომხურ ლიტერატურულ ურთიერთობათა განმტკიცებაში. ფ. ყაითმაზაშვილთან ერთად სომხურიდან თარგმნიდა ფილოსოფიური ხასიათის თხზულებებს. ა. ხახანაშვილის ცნობით, ჩერქეზიშვილს სომხურიდან გადმოუღია აპოკრიფებიც, მ. შ. "სიყრმე უფლისა". ცნობილი იყო როგორც ნიჭიერი და მჭევრმეტყველი მქადაგებელი.

დოსითეოს ჩერქეზიშვილი
საქმიანობა მწერალი
პერიოდი XVIII საუკუნე

ლიტერატურარედაქტირება

  • კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1980