დოსითეოზი, მღვდელმოწამე დოსითეოზ თბილელი (გ. 1795) — ქართველი სასულიერო მოღვაწე, თბილელი მიტროპოლიტი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი [ხსენების დღე 12 (25) სექტემბერი].

დოსითეოზ თბილელი

მღვდელმოწამე დოსითეოზ თბილელი (თანამედროვე ხატი)
გარდაიცვალა 1795

1795 წლის სექტემბერში კრწანისის ბრძოლის შედეგად ირანის მმართველის აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აღების შემდეგ დოსითეოზი მტერმა ტყვედ ჩაიგდო სიონის ტაძარში ლოცვისას. ის სხვა დატყვევებულ ღვთისმსახურებთან ერთად მიიყვანეს მტკვრის პირას და მოსთხოვეს რჯულის უარყოფა, მაგრამ ვერანაირი სატანჯველით ვერ გატეხეს. ყიზილბაშები ხელფეხშეკრულ ეკლესიის მსახურთ სათითაოდ ყრიდნენ ადიდებულ მტკვარში. წამებისაგან ისედაც სიკვდილის პირას მისულ დოსითეოზს „სამღვდელმთავრო შეღავათი“ მისცეს — ხელფეხშეუკვრელად გადააგდეს მტკვარში.

სხვა დატყვევებულ ღვთისმსახურებთან ერთად დ. მ. მიიყვანეს მტკვრის პირას და მოსთხოვეს რჯულის უარყოფა, მაგრამ ვერანაირი სატანჯველით ვერ გატეხეს. ყიზილბაშები ხელფეხშეკრულ ეკლესიის მსახურთ სათითაოდ ყრიდნენ ადიდებულ მტკვარში. წამებისაგან ისედაც სიკვდილის პირას მისულ დ. მ-ს „სამღვდელმთავრო შეღავათი" მისცეს – ხელფეხშეუკვრელად გადააგდეს მტკვარში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დეკანოზი ზაქარია (მაჩიტაძე), მანანა ბუკია, მაკა ბულია. „ქართველ წმიდანთა ცხოვრება“, თბილისი, 2004 წ.
  • მარგველაშვილი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
  • Иоселиани, Платон Игнатьевич. Краткая история грузинской церкви / Сост. канд. Платоном Иосселиан. - 2-е изд. - Санкт-Петербург : тип. А. Сычева, 1843.