დოროთი ჰილი
დოროთი ჰილი (სამეფო საზოგადოების წევრი; დ. 10 სექტემბერი, 1907 ― 23 აპრილი, 1997) ― ავსტრალიელი გეოლოგი და პალეონტოლოგი, პირველი ქალი პროფესორი ავსტრალიურ უნივერსიტეტში და ავსტრალიური მეცნიერების აკადემიის პირველი ქალი პრეზიდენტი.[3]
დოროთი ჰილი | |
---|---|
ავსტრალიელი გეოლოგი და პალეონტოლოგი, დოროთი ჰილი ცხენთან ერთად, უოლტერი (1929) | |
დაბ. თარიღი | 10 სექტემბერი, 1907 |
დაბ. ადგილი | ბრიზბენი, კუინზლენდი, ავსტრალია |
გარდ. თარიღი | 23 აპრილი, 1997 |
გარდ. ადგილი | ბრიზბენი, ავსტრალია |
მოქალაქეობა | ავსტრალია |
საქმიანობა | გეოლოგი[1] და პალეონტოლოგი[2] |
მუშაობის ადგილი | კუინზლენდის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | კუინზლენდის უნივერსიტეტი, ნიუნჰემის კოლეჯი |
ჯილდოები | ვ. რ. ბრაუნის მედალი, კლარკის მედალი |
გავლენა მოახდინეს | |
სამეცნიერო სფერო | გეოლოგია, პალეონტოლოგია |
განათლება
რედაქტირებადოროთი ჰილი ტარინგაში დაიბადა. ის ოჯახში შვიდიდან მესამე შვილი იყო და ბრიზბენში აღიზარდა. სწავლობდა კურპარუს საჯარო სკოლაში,[4] სადაც სტიპენდია მოიპოვა და ბრიზბენის გოგონათა გრამატიკის სკოლაში გააგრძელა სწავლა.[5] დაჯილდოვდა ლედი ლილეის ოქროს მედლით[6] და ფილს ჰობზის მემორიალური პრემიით ინგლისურ ენასა და ისტორიაში[7] 1924 წელს.
დოროთი ჰილი ენთუზიასტი სპორტსმენი იყო და სკოლაში მძლეოსნობასა და ნეთბოლს მისდევდა, ხოლო სახლში ყოფნისას ჯირითით იყო გატაცებული. კვინზლენდის უნივერსიტეტში სწავლისას ნიჩნობსნობით, ჰოკეით, სირბილითა და ბარიერებზე სირბილით იყო გატაცებული. თამაშობდა კვინზლენდის უნივერსიეტის, კვინზლენდის სახელმწიფო და ავსტრალიური უნივერსიტეტების ჰოკეის გუნდებში. კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლისას პილოტის მოწმობა მიიღო.
საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ მედიცინისა და სამედიცინო კვლევების შესწავლას აპირებდა, მაგრამ იმ დროისთვის კვინზლენდის უნივერსიტეტში სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამა არ ფუნქციონირებდა, ხოლო ჰილის ოჯახს დოროთის სიდნეიში გაგზავნა არ შეეძლო. 1924 წელს ჰილმა კვინზლენდის უნივერსიტეტის სტიპენდია მოიპოვა და მეცნიერების, განსაკუთრებით ქიმიის შესწავლა გადაწყვიტა. არჩევით მიმართულებად გეოლოგიის შესწავლა გადაწყვიტა. პროფესორ ჰენრი კესილი რიჩარდსის ხელმძღვანელობით 1928 წელს გეოლოგიაში პირველი კლასის ხარისხი მიიღო და გამოჩენილი ღვაწლისთვის უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ჰილმა კვინზლენდის უნივერსიტეტში მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისას ბრიზბენის ხეობა და იფსვიჩის აუზი შეისწავლა.[8]
ადრეული კარიერა
რედაქტირებაჰილი ინგლისში შვიდი წლის მანძილზე დარჩა. არაერთი ნაშრომი გამოაქვეყნა რუგოზების ტერმინოლოგიის სისტემატიზაციის შესახებ, სადაც რუგოზების სტრუქტურასა და მორფოლოგიას აღწერდა.[9] ავსტრალიაში დაბრუნების შემდეგ ავსტრალიის კირქვის მარჯვნის ფაუნის დათარიღება დაიწყო, სტრატიგრაფიის საზღრები გააფართოვა და ნაშრომები დაწერა ავსტრალიის ყველა შტატის მარჯნის ფაუნის შესახებ, გარდა სამხრეთ ავსტრალიის შტატისა (რამდენიმე ნაშრომი დოქტორ უოლტერ ჰეივუდ ბრიანთან ერთად).
1937-1942 წლებში ჰილმა სამეცნიერო და ინდუსტრიული კვლევების საბჭოს გრანტი მოიპოვა და კვინზლენდის უნივერსიტეტის მკვლევარ წევრად მუშაობდა. 1939 წელს ჰილი კვინზლენდის გეოლოგიურ გამოკითხვაში მონაწილეობდა, Shell Corpotation-ის კონსულტანტი იყო და კვინზლენდის სამეფო საზოგადოების მდივნად მუშაობდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ჰილი მორეტონის ყურეს იკვლევდა. 1940 წელს ლაიელის ფონდის ჯილდო მიიღო. ის პირველი ადამიანი იყო ქვინსლენდიდან და მეცხრე ავსტრალიელი, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.[8]
მეორე მსოფლიო ომი
რედაქტირებამეორე მსოფლიო ომის დროს ჰილი ავსტრალიის ქალთა სამეფო საზღვაო სამსახურში ირიცხებოდა და ბრიზბენის საზღვაო ოფისში მუშაობდა.[10][11] კვირაში 80-90 საათს მუშაობდა მარჯნების კვლევაზე, ჩანაცვლებად შიფრსა და გენერალ დაგლას მაკართურის დანაყოფში გემების ბრძანებების კოდირებაზე. დანაყოფში მეორე დონის ოფიცრად მუშაობდა,[12] ხოლო ომის შემდეგ ქალთა სამსახურების დემობილიზაციის დაგეგმარების კომიტეტში მუშაობდა.[13]
ჯილდოები
რედაქტირება1932 წელს დოროთი ჰილი კემბრიჯის ნიუნჰემის კოლეჯის სტუდენტთა კვლევის წევრი გახდა. 1940 წელს ლაიელის გეოლოგიური ფონდის ჯილდო მიიღო. 1956 წელს ავსტრაიული მეცნიერების აკადემიის პირველი ქალი წევრი გახდა. 1965 წელს ლაიელის მედალთან ერთად ლონდონის სამეფო საზოგადოების პირველი ავსტრალიელი ქალი წევრი გახდა. მომდევნო წელს ახალი სამხრეთ უელსის სამეფო საზოგადოებამ კლარკის მედლით დააჯილდოა. 1967 წელს ავსტრალიის სამედიცინო ასოციაციის კვინზლენდის განყოფილებამ ბანკროფტის მედალი გადასცა. 1970 წელს დოროთი ჰილი ავსტრალიური მეცნიერების აკადემიის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. 1972 წელს კვინზლენდის ეროვნულმა პარტიამ წლის კვინზლენდელად გამოაცხადა.
მემკვიდროება
რედაქტირებადოროთი ჰილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ავსტრალიის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების განვითარებაში და გადამწყვეტი როლი ითამაშა ქალთა განათლების გაუმჯობესებისთვის.[14][15] ჰილი არაერთ სტუდენტს ხელმძღვანელობდა, რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში, მათ შორის, კენ კემპბელი და გრაამ მაქსველი. კვინზლენდის უნივერსიტეტის ისტორიაში მალკოლმ თომისმა ჰილი უნივერსიტეტის პირველი 75 წლის მანძილზე ყველაზე ღვაწლმოსილ კურსდამთავრებულად მიიჩნია.[16]
1997 წელს კვინზლენდის უნივერსიტეტის ფიზიკურ მეცნიერებათა და ინჟინერიის ბიბლიოთეკას მის პატივსაცემად დოროთი ჰილის ფიზიკურ მეცნიერებათა და ინჟნერიის ბიბლიოთეკა ეწოდა.[17]
2002 წლიდან ავსტრალიური მეცნიერების აკადემია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში ქალ მკვლევრებს დოროთი ჰილის პრემიით აჯილდოებს.[18] ავსტრალიის გეოლოგიური საზოგადოების კვინზლენდის განყოფილება კვინზლენდის გეოლოგიის შესწავლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მკვლევრებს დოროთი ჰილის მედლით აჯილდოებს.[19]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 K.S.W. Campbell, J.S. Jell Dorothy Hill, A.C., C.B.E. 10 September 1907 -- 23 April 1997: Elected F.R.S. 1965 // Biogr. Mem. Fellows R. Soc. / J. T. Stuart — The Royal Society, 1999. — Vol. 45, Iss. 0. — P. 195–217. — ISSN 0080-4606; 1748-8494 — doi:10.1098/RSBM.1999.0014
- ↑ Ogilvie M. B. The Biographical Dictionary of Women in Science: Pioneering Lives From Ancient Times to the Mid-20th Century — Routledge, 2003. — Vol. 1. — P. 600. — 798 p. — ISBN 978-1-135-96342-2
- ↑ Dorothy Hill 1907–1997. Biographical memoirs. Australian Academy of Science. ციტირების თარიღი: 16 April 2017
- ↑ Professor Hill Campus – Coorparoo State School. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ნოემბერი 2015. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი 2022.
- ↑ Honoured Alumni. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 თებერვალი 2016. ციტირების თარიღი: 26 November 2015
- ↑ Rhodes Success. Brisbane Girls Grammar School. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აპრილი 2018. ციტირების თარიღი: 2 November 2018
- ↑ Prideaux, Peter (1985). Brisbane Girls Grammar School: the first sixty years 1875–1935. Brisbane City Council Libraries: Boolarong Publications, გვ. 214, 227, 229–230. ISBN 978-0958979900.
- ↑ 8.0 8.1 Gregory, Helen (1987). Dorothy Hill in Vivant Professores. University of Queensland Library, გვ. 51–58. ISBN 978-0908471096.
- ↑ Oakes, Elizabeth. International Encyclopedia of Women Scientists. 2002. Facts on File. ISBN 0816043817
- ↑ HMAS Moreton History. Royal Australian Navy. ციტირების თარიღი: 18 May 2016
- ↑ New WRANS appointment. The Argus (Melbourne, Vic. : 1848 – 1957). Trove (4 October 1944). ციტირების თარიღი: 18 May 2016
- ↑ Promoted to 2nd Officer in WRANS. The Courier-Mail (Brisbane, Qld. : 1933 – 1954). Trove (16 February 1945). ციტირების თარიღი: 18 May 2016
- ↑ Hill, Dorothy (1981). „The first fifty years of the Department of Geology of the University of Queensland“. Papers of the Department of Geology, the University of Queensland. 10 (1): 1–68.
- ↑ Turner, Susan (2007). „Invincible but mostly invisible: Australian women's contribution to geology and palaeontology in Burek, C.V. and Higgs, B. (eds). The role of women in the history of geology“. Geological Society, London, Special Publications. 281: 165–202. Bibcode:2007GSLSP.281..165T. doi:10.1144/SP281.11.
- ↑ Simpson, Andrew (ნოემბერი 1999). „The work and type collections of the Australian palaeontologist, Professor Dorothy Hill (1907-1997)“ (PDF). Geological Curator. 7 (2): 51–70. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 29 მარტი 2015. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო 2015.
- ↑ McKay, Judith (1997). Brilliant careers: women collectors and illustrators in Queensland. Queensland Museum, გვ. 47–49. ISBN 978-0724276936.
- ↑ Professor Dorothy Hill AC, CBE, FAA (1909–1998). The University of Queensland Australia. ციტირების თარიღი: 14 October 2014
- ↑ Dorothy Hill Award. ციტირების თარიღი: 14 October 2014[მკვდარი ბმული]
- ↑ GSAQ Medals. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 თებერვალი 2016. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი 2022.