დოროთე ტვირელი
დოროთე ტვირელი (დ. 255 — გ. 362) — მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 5 ივნისი (ამ დღეს მოიხსენიებენ კათოლიკეები), ახალი სტილით — 18 ივნისი (ამ დღეს მოიხსენიებენ მართლმადიდებლები).
ცხოვრება
რედაქტირებაწმინდა მღვდელმოწამე დოროთე ტვირის ეპისკოპოსი იყო იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. სახარებისეული შეგონების მიხედვით: „რაჟამს გდევნიდნენ თქვენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად“ მან დატოვა ტვირი და განერიდა მტარვალებს. კონსტანტინე დიდის (306-307, ხს. 3 ივნისს) მეფობისას ის დაუბრუნდა თავის საეპისკოპოსო კათედრას და 50-ზე მეტი წლის განმავლობაში ერთგულად განაგებდა სამწყსოს. როცა იულიან განდგომილის (361-363) დროს ქრისტიანთა დევნა განახლდა, წმინდა დოროთე უკვე 100-ზე მეტი წლის იყო. მან კვლავ დატოვა ქალაქი ტვირი და მიზიის ქალაქ უდს (დღევანდელ ვარანს) მიაშურა. აქ იგი მეფის კარისკაცებმა შეიპყრეს და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმინდანმა უარი განაცხადა. მაშინ მტარვალები შეეცადნენ სატანჯველებით მოედრიკათ მხცოვანი აღმსარებელი. წმინდანი 362 წელს წამების დროს გარდაიცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.