დორა მაარი კატასთან ერთად
Dora Maar au Chat (დორა მაარი კატასთან ერთად) — პაბლო პიკასოს 1941 წლის ტილო, რომელზეც გამოსახულია ხის სკამზე მჯდარი დორა მაარი — ფრანგი ფოტოგრაფი და პოეტი, პიკასოს მუზა.
მაარის მარჯვენა ბეჭთან არის პატარა შავი კატა, რომელიც მისკენ მიემართება. ეს ნახატი ყველაზე ძვირადღირებული ფერწერული ტილოების სიაშია, მის შემდეგ, რაც 2006 წელს სოთბის აუქციონზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ბიზნესმენმა — ბიძინა ივანიშვილმა ის 95,2 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Marc Spiegler, he Hunt for the Red Collector დაარქივებული 2012-07-17 საიტზე Wayback Machine. , New York Magazine, 22 August 2006.